რა არის კვარაცხელიას ფორმის ვარდნის მიზეზი - ვიტინიამ ჟურნალისტებთან ხვიჩას შესახებ ისაუბრა
პსჟ-ის ნახევარმცველმა ვიტინიამ ხვიჩა კვარაცხელიას ფორმის ვარდნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აღმასვლისა და დაღმასვლის პერიოდები ყველა ფეხბურთელს აქვს და ამას კონკრეტული ახსნა არ გააჩნია.

პსჟ-ის ნახევარმცველმა ვიტინიამ "ბარსელონასთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე გუნდის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია დაიცვა. ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ჩვენებურის თამაშსა და ფორმის გარკვეულ ვარდნას ეხებოდა, ვიტინიამ აღნიშნა, რომ ამას კონკრეტული ახსნა არ აქვს და ასეთი პერიოდები კარიერაში ყველას აქვს.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გუნდი და თავად მოთამაშეები მუდმივად ცდილობენ მაქსიმალური სტაბილურობა შეინარჩუნონ და თავიდან აიცილონ ხანგრძლივი ვარდნები.
"ხვიჩასთან დაკავშირებით ზუსტი ახსნის პოვნა რთულია, მაგრამ აღმასვლისა და დაღმასვლის პერიოდები ყველა ფეხბურთელს აქვს. ჩვენ ყველანი ვცდილობთ მაქსიმალურად სტაბილურები ვიყოთ და ჩავარდნა დიდხანს არ გაგრძელდეს.
ნორმალურია, როდესაც ერთ, ორ ან სამ ფეხბურთელს მსგავსი პერიოდი აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მთელი სეზონის განმავლობაში ასე იქნება. ჩვენი მწვრთნელი ხშირად ამბობს, რომ ფეხბურთელების ფორმა მუდმივად ცვალებადია.
როგორც კი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში არ ხვდება, ხალხი მაშინვე იწყებს ლაპარაკს. ეს ნორმალურია, კონკურენცია სწორედ ამას ნიშნავს. ჩვენ ბევრი კარგი მოთამაშე გვყავს, განსაკუთრებით ზაფხულის ტრანსფერების შემდეგ.
ეს კონკურენცია ყველასთვის ჯანსაღი და პოზიტიურია. ყველა მზადაა და ის გვეხმარება ყოველთვის მობილიზებულები ვიყოთ და მაქსიმუმი გავიღოთ.
იმედი მაქვს, რომ ხვალ საღამოს კვარაცხელიაც და დანარჩენი მოთამაშეებიც თავიანთ საუკეთესო თვისებებს გამოავლენენ", - აღნიშნა ვიტინიამ.
ციტატები სტატიიდან
„ხვიჩასთან დაკავშირებით ზუსტი ახსნის პოვნა რთულია, მაგრამ აღმასვლისა და დაღმასვლის პერიოდები ყველა ფეხბურთელს აქვს. ჩვენ ყველანი ვცდილობთ მაქსიმალურად სტაბილურები ვიყოთ და ჩავარდნა დიდხანს არ გაგრძელდეს. ნორმალურია, როდესაც ერთ, ორ ან სამ ფეხბურთელს მსგავსი პერიოდი აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მთელი სეზონის განმავლობაში ასე იქნება. ჩვენი მწვრთნელი ხშირად ამბობს, რომ ფეხბურთელების ფორმა მუდმივად ცვალებადია. როგორც კი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში არ ხვდება, ხალხი მაშინვე იწყებს ლაპარაკს. ეს ნორმალურია, კონკურენცია სწორედ ამას ნიშნავს. ჩვენ ბევრი კარგი მოთამაშე გვყავს, განსაკუთრებით ზაფხულის ტრანსფერების შემდეგ. ეს კონკურენცია ყველასთვის ჯანსაღი და პოზიტიურია. ყველა მზადაა და ის გვეხმარება ყოველთვის მობილიზებულები ვიყოთ და მაქსიმუმი გავიღოთ. იმედი მაქვს, რომ ხვალ საღამოს კვარაცხელიაც და დანარჩენი მოთამაშეებიც თავიანთ საუკეთესო თვისებებს გამოავლენენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.