ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"მეტს იმსახურებდა, "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე შეუფერებელი ადგილი მიაკუთვნეს" - ენრიკემ თავისი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა

პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ ვიტინიამ "ოქროს ბურთის" რეიტინგში მე-14 ადგილზე გასვლით იმაზე დაბალი პოზიცია დაიკავა, ვიდრე იმსახურებდა.

"მეტს იმსახურებდა, "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე შეუფერებელი ადგილი მიაკუთვნეს" - ენრიკემ თავისი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
"მეტს იმსახურებდა, "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე შეუფერებელი ადგილი მიაკუთვნეს" - ენრიკემ თავისი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრასპორტალი

პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "ლე ავრთან" მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე თავისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ვიტინიას "ოქროს ბურთის" რეიტინგში მე-14 ადგილზე გასვლით იმედგაცრუება არ დამალა.

როგორც მან აღნიშნა, პორტუგალიელი გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთელია და იმაზე დაბალი ადგილი მიაკუთვნეს, ვიდრე იმსახურებდა.

"ვიტინია ისეთი მოთამაშეა, რომლის კლუბში ყოფნაც დიდი სიამოვნებაა. მას არაჩვეულებრივი ტექნიკური და ფიზიკური მონაცემები აქვს. ძალიან გვიხარია, რომ ასეთი კლასის ფეხბურთელი გვყავს, თუმცა "ოქროს ბურთის" რეიტინგში მას იმაზე დაბალი ადგილი მიაკუთვნეს, ვიდრე იმსახურებდა.

პორტუგალიელი უზუმოდ ნიჭიერია. ეს პოზიცია შეუფერებელია და უკეთესს იმსახურებდა", - აღნიშნა ესპანელმა დამრიგებელმა.

შეხსენებისთვის, პსჟ-მა ფაქტობრივად ბოიკოტი გამოუცხადა "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიას, და ამას საფუძვლიანი მიზეზიც ჰქონდა. ორშაბათს, 2026 წლის 25 ოქტომბერს, როდესაც ლონდონში "ოქროს ბურთის" საზეიმო ცერემონია იმართებოდა, პარიზელები საკუთარ მოედანზე ლიგა 1-ის მატჩის ეგიდით "ლიონს" მასპინძლობდნენ.

კვარაცხელიას გუნდს საკმარისი დრო ჰქონდა მატჩის სხვა თარიღზე გადასატანად, თუმცა მათ გადაწყვიტეს, თამაში სწორედ იმ საღამოს ჩაეტარებინათ და დაჯილდოებაზე არ წასულიყვნენ. გუნდის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმაც კი არჩია პარიზში დარჩენა და მატჩზე დასწრება, ნაცვლად იმისა, რომ დაჯილდოებაზე წასულიყო.

შეხსენებისთვის, "ოქროს ბურთის" საუკეთესო სამეულში ადგილი ვერცერთმა პარიზელმა ვერ დაიკავა. საუკეთესო მაჩვენებელი ხვიჩა კვარაცხელიამ აჩვენა, რომელიც მე-6 ადგილზე გავიდა. პსჟ-მა მხოლოდ წლის საუკეთესო გუნდის ნომინაციაში გაიმარჯვა.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები