ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

საქართველოს პროკურატურა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით განსასჯელს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა წარდგენილი მტკიცებულებები.

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნოინტერპრესნიუსი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2026 წლის 31 მაისს, ბათუმში, ბრალდებულმა დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

„ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.“- წერია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები