ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

The Washington Post - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდებას აყოვნებს

The Washington Post-ის ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდებას აყოვნებს — თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთს მესამე ქვეყნებიდან მათი გადაცემა ოფიციალურად არ დაუბლოკავს, თუმცა ნებართვის დამტკიცებისთვის საჭირო ნაბიჯები ჯერ არ გადაუდგამს.

The Washington Post - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდებას აყოვნებს
The Washington Post - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდებას აყოვნებსინტერპრესნიუსი

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდებას აყოვნებს, - ინფორმაციას გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.

The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთს უკრაინისთვის Patriot-ის სისტემის რაკეტების მიწოდება არ დაუმტკიცებია.

„ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების მცირე ნაწილი უკრაინის მეგობარი ქვეყნებიდან იგზავნება, რაც თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის ნებართვას მოითხოვს“, - განუცხადა გამოცემას ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

როგორც გამოცემა წერს, მესამე ქვეყნების მიერ უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემა აშშ-ის ოფიციალურ დადასტურებას მოითხოვს, რადგან აშშ იარაღის მწარმოებელია.

ოფიციალური პირების განცხადებით, ჰეგსეთს გადაცემის მოთხოვნაზე ოფიციალურად უარი არ უთქვამს, თუმცა ნებართვის დამტკიცებისთვის საჭირო ნაბიჯები არ გადაუდგამს.

„ჰეგსეთი უკრაინისთვის აშშ-ის გარკვეული დახმარების დამტკიცებას განაგრძობს“, - აღნიშნეს ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა გამოცემასთან საუბარში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების მცირე ნაწილი უკრაინის მეგობარი ქვეყნებიდან იგზავნება, რაც თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის ნებართვას მოითხოვს“
„ჰეგსეთი უკრაინისთვის აშშ-ის გარკვეული დახმარების დამტკიცებას განაგრძობს“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვიცით, რომ პენტაგონი აყოვნებს იმ რაკეტების მიწოდებას, რომლებშიც ჩვენმა პარტნიორებმა თანხა უკვე გადაიხადესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები