უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს, რადგან ეს ომში აშშ-ის ჩათრევას ნიშნავს. მისივე თქმით, კიევმა რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები უნდა შეწყვიტოს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, უკრაინა შეერთებული შტატების პარტნიორია, თუმცა მათ შორის არანაირი ფორმალური ალიანსი არ არსებობს.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინა ნატო-ს წევრი არ უნდა გახდეს.
"ეს სრულიად უპასუხისმგებლო ქმედებაა. უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს; ომის მიმდინარეობისას მისი მიწვევა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას. გსურთ, რომ უკრაინაში ამერიკული სახმელეთო ჯარები იყვნენ? თუ არა, მაშინ წინ უნდა აღვუდგეთ იდეას, რომ უკრაინა ნატო-ს უნდა შეუერთდეს", - აცხადებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი.
ამასთან, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები უნდა შეწყვიტოს. მისი თქმით, კიევსა და ვაშინგტონს "გარკვეული გაგებით, დროდადრო განსხვავებული ინტერესები აქვთ".
"მაგალითად, მიმაჩნია თუ არა, რომ მათ რუსული დიზელის ობიექტები უნდა დაბომბონ, რაც ამერიკელებისთვის ენერგომატარებლების ფასს ზრდის? - არა", - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
მისი თქმით, აშშ უკრაინასთან გარკვეულ საკითხებზე მუშაობს და მომავალშიც იმუშავებს.
"თუმცა, ვფიქრობ, მათ რუსების დაბომბვა უნდა შეწყვიტონ", - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ეს სრულიად უპასუხისმგებლო ქმედებაა. უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს; ომის მიმდინარეობისას მისი მიწვევა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას. გსურთ, რომ უკრაინაში ამერიკული სახმელეთო ჯარები იყვნენ? თუ არა, მაშინ წინ უნდა აღვუდგეთ იდეას, რომ უკრაინა ნატო-ს უნდა შეუერთდეს“
„გარკვეული გაგებით, დროდადრო განსხვავებული ინტერესები აქვთ“
„მაგალითად, მიმაჩნია თუ არა, რომ მათ რუსული დიზელის ობიექტები უნდა დაბომბონ, რაც ამერიკელებისთვის ენერგომატარებლების ფასს ზრდის? - არა“
„თუმცა, ვფიქრობ, მათ რუსების დაბომბვა უნდა შეწყვიტონ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.