ჯეი დი ვენსი - რუსეთ-უკრაინის ომი, მისი მოგვარების თვალსაზრისით, საერთაშორისო კონფლიქტებს შორის ყველაზე რთულია
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი საერთაშორისო კონფლიქტებს შორის ყველაზე რთულად მოსაგვარებელია, თუმცა მიიჩნევს, რომ მისი მოგვარება დროის საკითხია. მისი თქმით, ის პროგრესს ელის აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ.

რუსეთ-უკრაინის ომი, მისი მოგვარების თვალსაზრისით, საერთაშორისო კონფლიქტებს შორის ყველაზე რთულია, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„რა თქმა უნდა, ეს რთული მოსაგვარებელია. ვფიქრობ თუ არა, რომ ეს საბოლოოდ მოგვარდება? დიახ. უბრალოდ, ეს დროის საკითხია“, - განაცხადა ვენსმა.
მისი თქმით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ გარკვეულ პროგრესს ელის.
„პრეზიდენტი ტრამპი პრეზიდენტ ზელენსკის ხვალ ან ზეგ ხვდება. დარწმუნებული ვარ, რომ პროგრესი იქნება მიღწეული“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ციტატები სტატიიდან
„რა თქმა უნდა, ეს რთული მოსაგვარებელია. ვფიქრობ თუ არა, რომ ეს საბოლოოდ მოგვარდება? დიახ. უბრალოდ, ეს დროის საკითხია“
„პრეზიდენტი ტრამპი პრეზიდენტ ზელენსკის ხვალ ან ზეგ ხვდება. დარწმუნებული ვარ, რომ პროგრესი იქნება მიღწეული“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.