პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დონალდ ტრამპი: პარიზი ძალიან მალე მუსულმანური ქალაქი გახდება

დონალდ ტრამპის განცხადებით, პარიზი მალე მუსულმანური ქალაქი გახდება, რადგან საფრანგეთმა შეცდომა დაუშვა, საზღვრები არ ჩაკეტა და ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი შეუშვა.

დონალდ ტრამპი: პარიზი ძალიან მალე მუსულმანური ქალაქი გახდება
იმედინიუსი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, პარიზი მალე მუსულმანური ქალაქი გახდება.

თეთრი სახლის ლიდერი საფრანგეთში არეულობებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას საფრანგეთის პრეზიდენტისთვის ემანუელ მაკრონისთვის არაერთხელ უთქვამს, საზღვრები ჩაეკეტა, თუმცა მან მას არ დაუჯერა.

ტრამპის თქმით, საფრანგეთში ძალიან ბევრი ადამიანი შეუშვეს, რაც პრობლემად იქცა.

„ემანუელი ჩემი დიდი მეგობარია. დიდი ხნის წინ მე მას ვუთხარი: „თქვენ საფრანგეთში დიდ შეცდომას უშვებთ. ყველას მთელი მსოფლიოდან შემოსვლის უფლებას აძლევთ“. მთელი მსოფლიო იქ ჩადის. როგორც იცით, ძალიან მალე პარიზი მუსულმანური ქალაქი გახდება. ეს საქმე არაა. მე ვუთხარი: „უნდა ჩაკეტო საზღვრები“. მე მას დაახლოებით 8 ან 9 წელია ვიცნობ. მე მას შეხვედრისთანავე ვუთხარი: „დიდ შეცდომას უშვებთ“. ჩვენ ჩვენი საზღვრები ჩავკეტეთ, ხოლო მან არა“, - განაცხადა ტრამპმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდონალდ ტრამპი - პარიზი ძალიან მალე მუსლიმური ქალაქი გახდება
  2. იმედინიუსისამთავრობოდონალდ ტრამპი: ის, რაც ახლა საფრანგეთში ხდება, იმიგრაციას უკავშირდება. პრეზიდენტ მაკრონს წლების წინ ვუთხარი, რომ საზღვრები ჩაეკეტა, თორემ ქვეყანას დაღუპავდა, მათ ქვეყანა მართლაც დაღუპეს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპი: საფრანგეთი იწვის! სრულიად სხვა სამყაროდან ჩამოსულმა იმიგრაციამ, იმ ადამიანებმა, რომლებსაც გულში სიძულვილი აქვთ, ეს ოდესღაც დიდი ქვეყანა დაანგრიეს. ჩაკეტეთ თქვენი საზღვრებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები