ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ - რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით ნორმალურად იქცევა, ისინი დიდად არაფერს აკეთებენ

დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ვლადიმერ პუტინთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რუსეთი უკრაინასთან მიმართებით „ნორმალურად იქცევა“ და თავად მზადაა რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან ბირთვული განიარაღების განსახილველად სამმხრივი შეხვედრა გამართოს.

დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ - რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით ნორმალურად იქცევა, ისინი დიდად არაფერს აკეთებენ
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ - რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით ნორმალურად იქცევა, ისინი დიდად არაფერს აკეთებენინტერპრესნიუსი

ჩვენ ვლადიმერ პუტინთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა იმის შესახებ, თუ რატომ არ აამოქმედა რუსეთის წინააღმდეგ „გრემის კანონით“ გათვალისწინებული სანქციები.

„მე მოლაპარაკებების შუაში ჩაშლას არ ვაპირებ“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, მზად არის რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებთან, ვლადიმერ პუტინთან და სი ძინპინთან სამმხრივი შეხვედრის შესაძლებლობა განიხილოს.

„მე ამას გავაკეთებდი. არა იმდენად უკრაინის გამო, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვა, რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით ნორმალურად იქცევა. ისინი დიდად არაფერს აკეთებენ. ასეა ჩინეთის შემთხვევაშიც. ჩვენ შეხვედრას ბირთვული იარაღისა და ბირთვული განიარაღების განსახილველად გავმართავდით“, - აღნიშნა ტრამპმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე მოლაპარაკებების შუაში ჩაშლას არ ვაპირებ“
„მე ამას გავაკეთებდი. არა იმდენად უკრაინის გამო, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვა, რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით ნორმალურად იქცევა. ისინი დიდად არაფერს აკეთებენ. ასეა ჩინეთის შემთხვევაშიც. ჩვენ შეხვედრას ბირთვული იარაღისა და ბირთვული განიარაღების განსახილველად გავმართავდით“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპმა არ გამორიცხა სამმხრივი შეხვედრა სი ძინპინთან და პუტინთანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები