ცოტნე კობერიძე ევროკავშირში ინტეგრაციაზე: გეოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს - არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის გამო რაღაცები გვეპატიება
ცოტნე კობერიძის განცხადებით, გეოგრაფიულმა მდებარეობამ ქვეყანა არ უნდა გაათამამოს იმ მოლოდინით, რომ პარტიების აკრძალვის მიუხედავად, საქართველოს ყველაფერი ეპატიება. მისი თქმით, საქართველო ევროკავშირისთვის თავისუფალი ბაზრისა და დაცული უფლებების მოდელი უნდა გახდეს.
პოლიტიკოსმა, ცოტნე კობერიძემ, "დებატების" ეთერში განმარტა, რით შეიძლება საქართველო, გეოგრაფიული მნიშვნელობის გარდა, საინტერესო იყოს ევროკავშირისთვის.
კობერიძის თქმით, გეოგრაფიული მდებარეობა მნიშვნელოვანია, თუმცა მთელი იმედები ამაზე არ უნდა დამყარდეს.
"გეოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს, რომ "ისედაც დავჭირდები" და რადგან "ისედაც დავჭირდებით", რაღაცებს გადავაგორებთ... თუ პარტიებს ავკრძალავთ, ალბათ, მერე მაინც დავჭირდებით და რაღაცები გვეპატიება - მე არ მომწონს, როდესაც ამ პოლიტიკით მივდივართ. ჩემი აზრით, ჯერ შენს თავს ისედაც უნდა სჭირდებოდე და ევროპას რისთვის დავჭირდებითო ამას თავი გავანებოთ, რომ შენს ქვეყანაში ადამიანს ცხოვრება შეეძლოს თავისუფლად, თავისუფლად აზრის გამოხატვა, დაპოსტვა, დაწერა, გადაადგილების თავისუფლება, პროტესტის თავისუფლება და არსებობის თავისუფლება, მათ შორის, არჩევნების შედეგების თავისუფლებას. და მერე, ამის ფონზე, ყველა სხვა დანარჩენი რაც უპირატესობა გაქვს, ის ცხადად უნდა გამოიყენო.
მინდა, საქართველო ევროკავშირისთვის იყოს ქვეყანა, სადაც, მაგალითად, ყველაზე მეტად თავისუფალი ბაზარია; სადაც ყველაზე მეტად არის დაცული კერძო საკუთრება; ქვეყანა, რომელიც შეიძლება მაგალითად აიღო, როცა ჩვენ გვაქვს რაღაც ტიპის შეკითხვები ევროკავშირთან, რაღაც ტიპის კრიტიკოსებზე, რომ მათი ნაწილი იყოს ქვეყანა, რომლის მარტო ეკონომიკური პარამეტრებიც, ვთქვათ, ძალიან ძალიან სასიამოვნოა და ამ პატარა ქვეყანას შეუძლია, მოდელი იყოს, რადგან ძალიან ბევრი მოქალაქე არ ვცხოვრობთ, შესაბამისად, აქ ნებისმიერი რეფორმა შეიძლება სწრაფად გაატარო, მისი პასუხი სწრაფად ნახო და ჩვენ ვიყოთ მაგალითები, სიახლე ვიყოთ მათთვის და რაღაცა ეს ამ სიახლით ჩვენ ვიყოთ ამაყები, მათ შორის საკუთარი სუვერენიტეტითაც, ის, რაც შეგვიძლია გავაზიაროთ, რაც შეგვიძლია მათგან ავიღოთ და გავუმჯობესდეთ. ბევრი რამით შეიძლება იყოს საქართველო ძალიან კარგი, რადგან, კიდევ ერთხელ ვამბობ, რაღაცნაირად მგონია, რომ ერთხელ "ფეისბუქზე" შეიძლება რაღაცა, მაგალითად, მთელმა ქვეყანამ ვიცოდეთ, მთელი ქვეყანა შეიძლება ერთ ინფორმაციაში ვიყოთ... ერთიანად თუ რამე კარგი მოვიფიქრეთ, კარგი გადავწყვიტეთ და იქ დაპირისპირების, ჩხუბის, აკრძალვების, ერთმანეთზე მტრად გამოყვანის გარეშე რამეს თუ იზამ, სხვა ყველა ქვეყანაზე ბევრად კარგად შეიძლება გავაკეთოთ რაღაცები და ამის ამბიცია მაქვს. მიტომაც ვარ ამ ქვეყანაში და ამიტომაც არ ვთვლი, რომ აქედან არის წასასვლელი. ბევრ რამეს კარგად გავაკეთებთ", - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.
ციტატები სტატიიდან
„გეოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს, რომ "ისედაც დავჭირდები" და რადგან "ისედაც დავჭირდებით", რაღაცებს გადავაგორებთ... თუ პარტიებს ავკრძალავთ, ალბათ, მერე მაინც დავჭირდებით და რაღაცები გვეპატიება - მე არ მომწონს, როდესაც ამ პოლიტიკით მივდივართ. ჩემი აზრით, ჯერ შენს თავს ისედაც უნდა სჭირდებოდე და ევროპას რისთვის დავჭირდებითო ამას თავი გავანებოთ, რომ შენს ქვეყანაში ადამიანს ცხოვრება შეეძლოს თავისუფლად, თავისუფლად აზრის გამოხატვა, დაპოსტვა, დაწერა, გადაადგილების თავისუფლება, პროტესტის თავისუფლება და არსებობის თავისუფლება, მათ შორის, არჩევნების შედეგების თავისუფლებას. და მერე, ამის ფონზე, ყველა სხვა დანარჩენი რაც უპირატესობა გაქვს, ის ცხადად უნდა გამოიყენო. მინდა, საქართველო ევროკავშირისთვის იყოს ქვეყანა, სადაც, მაგალითად, ყველაზე მეტად თავისუფალი ბაზარია; სადაც ყველაზე მეტად არის დაცული კერძო საკუთრება; ქვეყანა, რომელიც შეიძლება მაგალითად აიღო, როცა ჩვენ გვაქვს რაღაც ტიპის შეკითხვები ევროკავშირთან, რაღაც ტიპის კრიტიკოსებზე, რომ მათი ნაწილი იყოს ქვეყანა, რომლის მარტო ეკონომიკური პარამეტრებიც, ვთქვათ, ძალიან ძალიან სასიამოვნოა და ამ პატარა ქვეყანას შეუძლია, მოდელი იყოს, რადგან ძალიან ბევრი მოქალაქე არ ვცხოვრობთ, შესაბამისად, აქ ნებისმიერი რეფორმა შეიძლება სწრაფად გაატარო, მისი პასუხი სწრაფად ნახო და ჩვენ ვიყოთ მაგალითები, სიახლე ვიყოთ მათთვის და რაღაცა ეს ამ სიახლით ჩვენ ვიყოთ ამაყები, მათ შორის საკუთარი სუვერენიტეტითაც, ის, რაც შეგვიძლია გავაზიაროთ, რაც შეგვიძლია მათგან ავიღოთ და გავუმჯობესდეთ. ბევრი რამით შეიძლება იყოს საქართველო ძალიან კარგი, რადგან, კიდევ ერთხელ ვამბობ, რაღაცნაირად მგონია, რომ ერთხელ "ფეისბუქზე" შეიძლება რაღაცა, მაგალითად, მთელმა ქვეყანამ ვიცოდეთ, მთელი ქვეყანა შეიძლება ერთ ინფორმაციაში ვიყოთ... ერთიანად თუ რამე კარგი მოვიფიქრეთ, კარგი გადავწყვიტეთ და იქ დაპირისპირების, ჩხუბის, აკრძალვების, ერთმანეთზე მტრად გამოყვანის გარეშე რამეს თუ იზამ, სხვა ყველა ქვეყანაზე ბევრად კარგად შეიძლება გავაკეთოთ რაღაცები და ამის ამბიცია მაქვს. მიტომაც ვარ ამ ქვეყანაში და ამიტომაც არ ვთვლი, რომ აქედან არის წასასვლელი. ბევრ რამეს კარგად გავაკეთებთ“
„შეიძლება რაღაცა, მაგალითად, მთელმა ქვეყანამ ვიცოდეთ, მთელი ქვეყანა შეიძლება ერთ ინფორმაციაში ვიყოთ... ერთიანად თუ რამე კარგი მოვიფიქრეთ, კარგი გადავწყვიტეთ და იქ დაპირისპირების, ჩხუბის, აკრძალვების, ერთმანეთზე მტრად გამოყვანის გარეშე რამეს თუ იზამ, სხვა ყველა ქვეყანაზე ბევრად კარგად შეიძლება გავაკეთოთ რაღაცები და ამის ამბიცია მაქვს. მიტომაც ვარ ამ ქვეყანაში და ამიტომაც არ ვთვლი, რომ აქედან არის წასასვლელი. ბევრ რამეს კარგად გავაკეთებთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.