ბოლო დროს წითელი ხაზები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც ირღვევა და დიპლომატები ზღვარს ხშირად გადადიან - ნიკოლოზ სამხარაძე
დიპლომატები ხშირად არღვევენ წითელ ხაზებს და ქვეყნის შიდა საქმეებში ერევიან, ხოლო ევროკომისიის სპიკერის განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე ნაჩქარევია, აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე "დებატების" ეთერში დიპლომატებისა და ელჩების ქცევის კოდექსზე და წითელ ხაზებზე საუბრობს, რასაც, მისი თქმით, ელჩები და დიპლომატები ხშირად არღვევენ.
"პირველ რიგში, ნებისმიერი დიპლომატისთვის - იქნება ეს ელჩი თუ შედარებით დაბალი რანგის დიპლომატი - მთავარი სავალდებულო წესი, მათ შორის ქცევის კოდექსით, ისაა, რომ იმ ქვეყნის კანონებს სცეს პატივი, სადაც არის მივლინებული და შიდა საქმეებში არ ჩაერიოს. ეს არის როგორც დაწერილი, ისე დაუწერელი წესი ნებისმიერი დიპლომატისა. თუმცა, ვხედავთ, რომ ბოლო დროს წითელი ხაზები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც ირღვევა და დიპლომატები ამ ზღვარს ხშირად გადადიან,"- აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.
ნიკოლოზ სამხარაძე "დებატების" ეთერში, ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს ეხება. სამხარაძემ აღნიშნულ განცხადებას ნაჩქარევი უწოდა.
"აღსანიშნავია, რომ სპიკერი ამ განცხადებისთვის არ იყო იქ მისული - ერთ-ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა და პასუხიც ამას მოჰყვა.
მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ეს განცხადება ნაჩქარევია, რადგან პროცესი ჯერ არ დაწყებულა. სანამ პროცესი დაიწყება და დასრულდება, წინასწარ შეფასებების გაკეთება უმწიფარი მიდგომაა. აქაც, კიდევ ერთხელ, ნათლად გამოჩნდა და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ევროკომისიის ან ზოგადად ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენელი საქართველოსთან დაკავშირებით ნაჩქარევ განცხადებებს აკეთებს," - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.
ციტატები სტატიიდან
„პირველ რიგში, ნებისმიერი დიპლომატისთვის - იქნება ეს ელჩი თუ შედარებით დაბალი რანგის დიპლომატი - მთავარი სავალდებულო წესი, მათ შორის ქცევის კოდექსით, ისაა, რომ იმ ქვეყნის კანონებს სცეს პატივი, სადაც არის მივლინებული და შიდა საქმეებში არ ჩაერიოს. ეს არის როგორც დაწერილი, ისე დაუწერელი წესი ნებისმიერი დიპლომატისა. თუმცა, ვხედავთ, რომ ბოლო დროს წითელი ხაზები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც ირღვევა და დიპლომატები ამ ზღვარს ხშირად გადადიან,“
„აღსანიშნავია, რომ სპიკერი ამ განცხადებისთვის არ იყო იქ მისული - ერთ-ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა და პასუხიც ამას მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ეს განცხადება ნაჩქარევია, რადგან პროცესი ჯერ არ დაწყებულა. სანამ პროცესი დაიწყება და დასრულდება, წინასწარ შეფასებების გაკეთება უმწიფარი მიდგომაა. აქაც, კიდევ ერთხელ, ნათლად გამოჩნდა და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ევროკომისიის ან ზოგადად ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენელი საქართველოსთან დაკავშირებით ნაჩქარევ განცხადებებს აკეთებს,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.