ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დღევანდელ მსოფლიოში სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევა ნორმალური ამბავი გახდა, თუმცა ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა ყოველთვის შეეცდება ასეთი ტიპის ჩარევების პრევენციას - ნიკოლოზ სამხარაძე

რუსთავი 2საგარეო საქმეთა სამინისტრო

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, უცხოელი დიპლომატები პირდაპირ ერეოდნენ არჩევნებში, თუმცა ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა შეეცდება შიდა საქმეებში ასეთი ჩარევების პრევენციას.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" კონკრეტული ქვეყნების ელჩებზე საუბრობს, რომლებიც, მისი თქმით, პირდაპირ მოუწოდებდნენ საზოგადოებას, რომ ამა თუ იმ პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ მიეცათ ხმა.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, დღევანდელ მსოფლიოში ახალ ნორმად იქცა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევა, თუმცა, ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა ყოველთვის შეეცდება ასეთი ტიპის ჩარევების პრევენციას.

"კონკრეტულ ქვეყნებს რაც შეეხებათ, აქ ჩვენ გვახსოვს ძალიან მძიმე მაგალითები, როდესაც ადამიანები არათუ რაიმე პროცესზე აკეთებდნენ შეფასებას, არამედ, პირდაპირ არჩევნებში ერეოდნენ, პირდაპირ მოუწოდებდნენ საზოგადოებას, რომ ამა თუ იმ პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ მიეცათ ხმა. ეს ყველაფერი ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან მალე ბუმერანგივით დაუბრუნდათ იგივე ევროპულ სახელმწიფოებს, რომლებიც ახლა შეშფოთებულები არიან, რომ უკვე მათ არჩევნებში ერევიან. თუ აქამდე მხოლოდ და მხოლოდ რუსეთზე ჰქონდათ შეშფოთება, რომ რუსეთი ერეოდა მათ არჩევნებში, ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკოსებიც ერევიან მათ არჩევნებში. ამიტომ, როდესაც შენ ერთ კონკრეტულ ქვეყანაში ამას პირიქით, უბიძგებ და შენ თვითონ ხარ ამის წამომწყები, შემდეგ უკვე როდესაც შენ ქვეყანაში ხდება ეს და ამაზე საჯაროდ, ბოდიში და წუწუნებ, ეს, რა თქმა უნდა, უკვე არანაირი ობიექტურობის საზღვრებში არ ჯდება. სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში ეს ახალ ნორმად იქცა, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევაც ნორმალური ამბავი გახდა, ელჩების და დიპლომატების ასეთი გამოხტომებიც ნორმალური გახდა, თუმცა, ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა, რა თქმა უნდა, ყოველთვის შეეცდება, რომ ასეთი ტიპის ჩარევების პრევენცია მოახდინოს. იქნება ეს სხვადასხვა მეთოდით, იქნება ეს თუნდაც საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებით და გაფრთხილების მიცემით მაინც, რომ ეს მიუღებელია და არ ჯდება არანაირ დიპლომატიის და არც ეთიკურ სტანდარტში და, მეორე მხრივ, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს პრევენციული მექანიზმი. იმიტომ, რომ თუ ერთხელ არ მისცემ შენიშვნას, მეორედ არ მისცემ, ჩაითვლება, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია და შემდეგ ნებისმიერ შიდა პოლიტიკურ პროცესზე ელჩები გამოვლენ და განცხადებებს გააკეთებენ, რაც, რა თქმა უნდა, არ არის ნორმალური," - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კონკრეტულ ქვეყნებს რაც შეეხებათ, აქ ჩვენ გვახსოვს ძალიან მძიმე მაგალითები, როდესაც ადამიანები არათუ რაიმე პროცესზე აკეთებდნენ შეფასებას, არამედ, პირდაპირ არჩევნებში ერეოდნენ, პირდაპირ მოუწოდებდნენ საზოგადოებას, რომ ამა თუ იმ პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ მიეცათ ხმა. ეს ყველაფერი ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან მალე ბუმერანგივით დაუბრუნდათ იგივე ევროპულ სახელმწიფოებს, რომლებიც ახლა შეშფოთებულები არიან, რომ უკვე მათ არჩევნებში ერევიან. თუ აქამდე მხოლოდ და მხოლოდ რუსეთზე ჰქონდათ შეშფოთება, რომ რუსეთი ერეოდა მათ არჩევნებში, ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკოსებიც ერევიან მათ არჩევნებში. ამიტომ, როდესაც შენ ერთ კონკრეტულ ქვეყანაში ამას პირიქით, უბიძგებ და შენ თვითონ ხარ ამის წამომწყები, შემდეგ უკვე როდესაც შენ ქვეყანაში ხდება ეს და ამაზე საჯაროდ, ბოდიში და წუწუნებ, ეს, რა თქმა უნდა, უკვე არანაირი ობიექტურობის საზღვრებში არ ჯდება. სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში ეს ახალ ნორმად იქცა, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევაც ნორმალური ამბავი გახდა, ელჩების და დიპლომატების ასეთი გამოხტომებიც ნორმალური გახდა, თუმცა, ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა, რა თქმა უნდა, ყოველთვის შეეცდება, რომ ასეთი ტიპის ჩარევების პრევენცია მოახდინოს. იქნება ეს სხვადასხვა მეთოდით, იქნება ეს თუნდაც საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებით და გაფრთხილების მიცემით მაინც, რომ ეს მიუღებელია და არ ჯდება არანაირ დიპლომატიის და არც ეთიკურ სტანდარტში და, მეორე მხრივ, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს პრევენციული მექანიზმი. იმიტომ, რომ თუ ერთხელ არ მისცემ შენიშვნას, მეორედ არ მისცემ, ჩაითვლება, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია და შემდეგ ნებისმიერ შიდა პოლიტიკურ პროცესზე ელჩები გამოვლენ და განცხადებებს გააკეთებენ, რაც, რა თქმა უნდა, არ არის ნორმალური,“
ნიკოლოზ სამხარაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბოლო დროს წითელი ხაზები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც ირღვევა და დიპლომატები ზღვარს ხშირად გადადიან - ნიკოლოზ სამხარაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები