ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსანი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ვიცე-პრემიერი გახდა

რუსეთის ფედერალურ უწყებებში ნამუშევარი ეკატერინა ტოლსტიკოვა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პირველ ვიცე-პრემიერად დაინიშნა, ხოლო აღნიშნული თანამდებობიდან ძანბოლათ თედეევი გაათავისუფლეს. შესაბამის განკარგულებას ხელი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა მარატ კამბოლოვმა მოაწერა.

რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსანი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ვიცე-პრემიერი გახდა
რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსანი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ვიცე-პრემიერი გახდანეტგაზეთი

რუსეთის ფედერალურ უწყებებსა და დაღესტნის მთავრობაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე ნამუშევარი ეკატერინა ტოლსტიკოვა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პირველი ვიცე-პრემიერი გახდა. მისი დანიშვნის შესახებ 19 ოქტომბერს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იუწყება.

სააგენტოს ცნობით, შესაბამის განკარგულებას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა მარატ კამბოლოვმა მოაწერა ხელი. მეორე განკარგულებით, პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან ძანბოლათ თედეევი გაათავისუფლეს.

ოფიციალური ბიოგრაფიის შესაბამისად, ეკატერინა ტოლსტიკოვა 1981 წლის 18 მარტს სევასტოპოლში დაიბადა. 2004 წელს მოსკოვის სახელმწიფო იურიდიული აკადემია დაამთავრა. 2001 წლიდან მუშაობდა რუსეთის სახელმწიფო უწყებებში. 2010-2016 წლებში რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სხვადასხვა თანამდებობა ეკავა, მათ შორის იყო მინისტრის მოადგილე. 2016 წელს დაღესტნის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა, მოგვიანებით კი ამავე რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას მიწისა და ქონებრივი საკითხების მინისტრის პორტფელთან ერთად იკავებდა.

2020-2021 წლებში ტოლსტიკოვა რუსეთის განათლების მინისტრის მოადგილე იყო. 2021-2025 წლებში მუშაობდა კურჩატოვის ინსტიტუტში, ხოლო 2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის ივნისამდე ინოვაციური სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის მმართველი კომპანიის გენერალური დირექტორი იყო. 2026 წლის ივნისში მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის რექტორის მრჩევლად დაინიშნა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პრემიერად რუსეთის სასამართლო სისტემის ყოფილი წარმომადგენელი დაინიშნებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები