„მე ზუსტად ვხვდები რა აღიზიანებს ივანიშვილს ვახო სანაიას ხასიათში“ – ხატია დეკანოიძე
ნაცმოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ვახო სანაიას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ივანიშვილს მისი „დამცინავე სიჯიუტე“ და რეჟიმის მიმართ ცინიზმი აღიზიანებს. დეკანოიძე ოჯახისთვის სანაიას ერთი თვით გამოცლასა და ამაზე გაკეთებული კომენტარის გამო პაპუაშვილსაც აკრიტიკებს.

ნაცმოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე ვახო სანაიას დაკავებას ეხმაურება:
„მე ზუსტად ვხვდები რა აღიზიანებს ივანიშვილს ვახო სანაიას ხასიათში:
დამცინავე სიჯიუტე, სიმართლის და მომავლის რწმენა, რომელიც სულ ითარგმნება მის სიტყვებში, ლიფტთან რომ შეგხვდება ან სტუდიაში მონოლოგს კითხულობს – მაშინაც. დაპატიმრების დროსაც, რეჟიმის მიმართ თავაწეულ ცინიზმს ასხივებს, რომელიც ივანიშვილს სძულს.
უბრალოდ, რა პატარა ადამიანი უნდა იყო, რომ შვილს , ოჯახს მამას გამოაცლი ერთი თვე და შემდეგ ჩამოდგები, ამაზე კომენტრს გააკეთებ სერიოზული სახით, ტრიბუნასთან. მართლაც, მხოლოდ პაპუაშვილს შეუძლია ეს.“
ციტატები სტატიიდან
„მე ზუსტად ვხვდები რა აღიზიანებს ივანიშვილს ვახო სანაიას ხასიათში: დამცინავე სიჯიუტე, სიმართლის და მომავლის რწმენა, რომელიც სულ ითარგმნება მის სიტყვებში, ლიფტთან რომ შეგხვდება ან სტუდიაში მონოლოგს კითხულობს – მაშინაც. დაპატიმრების დროსაც, რეჟიმის მიმართ თავაწეულ ცინიზმს ასხივებს, რომელიც ივანიშვილს სძულს. უბრალოდ, რა პატარა ადამიანი უნდა იყო, რომ შვილს , ოჯახს მამას გამოაცლი ერთი თვე და შემდეგ ჩამოდგები, ამაზე კომენტრს გააკეთებ სერიოზული სახით, ტრიბუნასთან. მართლაც, მხოლოდ პაპუაშვილს შეუძლია ეს.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.