ძმები ფეიქრიშვილების დედა ციხეში შვილებთან შეხვედრას მოითხოვს, აბრამიშვილი ამბობს, რომ ტყუპებს სცემეს
ფულის გათეთრების, გამოძალვისა და ძალადობის ბრალდებით დაკავებული ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი აცხადებს, რომ მის შვილებს ციხეში სცემეს და მათთან შეხვედრას ითხოვს.

დიდი ოდენობით ფულის გათეთრების, გამოძალვის და ძალადობის ბრალდებით დაკავებული, ძმები ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მის შვილებს ციხეში სცემეს.
ამის შესახებ ნინო აბრამიშვილმა “ტვ პირველის“ ახალი ამბების სამსახურს აცნობა.
აბრამიშივლის თქმით, ის გლდანის ციხესთან იმყოფება და შვილებთან შეხვედრას ითხოვს.
"არ წავალ ვიდრე ჩემს შვილებს არ მანახებენ" - უთხრა აბრამიშვილმა “პირველებს.“
ამასთან, ძმები ფეიქრიშვილების დედა საქმეში სახალხო დამცველის ჩართვას მოითხოვს.
ტყუპების ცემის შესახებ საჯარო სივრცეში გავრცელებული ცნობა 18 ოქტომბერს პენიტერნციურმა სამსახურმა უარყო და მას სიცრუ უწოდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„არ წავალ ვიდრე ჩემს შვილებს არ მანახებენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.