პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფეიქრიშვილების დედა: როგორ შეიძლება ციხეში შევიდეს ყიფიანი თავის შაიკასთან და დაიწყოს გარჩევა

იუსტიციის სამინისტრო

პატიმარ დავით ფეიქრიშვილის დედა ნინო აბრამიშვილი ამტკიცებს, რომ ციხეში ე.წ. კანონიერი ქურდი ვატო ყიფიანი შევიდა და საკანში გარჩევა დაიწყო. პენიტენციური სამსახური ფეიქრიშვილის ცემას კატეგორიულად გამორიცხავს.

ფეიქრიშვილების დედა: როგორ შეიძლება ციხეში შევიდეს ყიფიანი თავის შაიკასთან და დაიწყოს გარჩევა
ფორმულა

ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი დავით ფეიქრიშვილის ცემასთან დაკავშირებით, ამბობს, რომ არ შეიძლება ციხეში შევიდეს ე.წ კანონიერი ქურდი და საკანში დაიწყოს გაჩევა.

"რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, სად ვართ. როგორ შეიძლება ციხეში შევიდეს კანონიერი ქურდი, ვატო ყიფიანი თავის შაიკასთან ერთად და დაიწყოს გარჩევა ციხის საკანში. ძალიან ცუდი დადგმული სპექტაკლია, არავის სჯერა, რომ ხელის წამორტყმაზე სამ კანონიერ ქურდს ციხეში გადაიყვანენ... აღარ ვართ ქვეყანა? ვის მივმართო ჩემს შვილებს რამე რომ მოუვიდეს? ჩემი შვილების სიცოცხლეს თქვენც გადაყვებით. რატომ მიკლავთ შვილებს?", - თქვა ნინო აბრამიშვილმა.

ძმები ფეიქრიშვილების ადვოკატმა ფორმულასთან დაადასტურა დედის ინფორმაცია დავით ფეიქრიშვილის შესახებ, რომელსაც ფიზიკური დაზიანებების კვალი აღენიშნება.

მანამდე, პატიმრობაში მყოფი ტყუპი ძმების, დედა, ნინო აბრამიშვილი, აცხადებდა, რომ მისი ერთ-ერთი შვილი, დავით ფეიქრიშვილი, ნაცემია და შვილთან შეხვედრას ითხოვდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმარ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მისი ცემის შესახებ, კატეგორიულად გამორიცხავს.

რაც შეეხება ფეიქრიშვილის დედის მოთხოვნას შვილის ნახვის თაობაზე, პენიტენციურში განმარტავდნენ, რომ დავით ფეიქრიშვილს საპატიმრო დაწესებულებაში შეხვედრების უფლება, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შეზღუდული აქვს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიჩემს შვილებს რამე რომ მოუვიდეთ, ეს თქვენი ბოლო იქნება – ფეიქრიშვილების დედა ხელისუფლებას
  2. TV პირველიოპოზიციურიოჯახის ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილი მზად, არის ციხეში მომხდარი თავდასხმის საქმეზე გამოძიებას ჩვენება მისცეს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, სად ვართ. როგორ შეიძლება ციხეში შევიდეს კანონიერი ქურდი, ვატო ყიფიანი თავის შაიკასთან ერთად და დაიწყოს გარჩევა ციხის საკანში. ძალიან ცუდი დადგმული სპექტაკლია, არავის სჯერა, რომ ხელის წამორტყმაზე სამ კანონიერ ქურდს ციხეში გადაიყვანენ... აღარ ვართ ქვეყანა? ვის მივმართო ჩემს შვილებს რამე რომ მოუვიდეს? ჩემი შვილების სიცოცხლეს თქვენც გადაყვებით. რატომ მიკლავთ შვილებს?“
ნინო აბრამიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის არის ნაცემიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები