თათია პაჭკორია: როდესაც ოკუპირებული გაქვს ტერიტორიები, უნდა ელაპარაკო ოკუპანტს და არა სხვა სახელმწიფოს. ნეიტრალიტეტის იდეა, რომელმაც ცივი ომის დროს იხსნა რამდენიმე ევროპული სახელმწიფო, შეიძლება, აღმოჩნდეს საქართველოსთვის მისაღები და გადარჩენის ერთ-ერთი სტრატეგია
თათია პაჭკორიას განცხადებით, როდესაც ტერიტორიები ოკუპირებულია, მოლაპარაკება ოკუპანტთან უნდა გაიმართოს, ხოლო ნეიტრალიტეტი შესაძლოა საქართველოს გადარჩენის სტრატეგიად იქცეს.

როდესაც ოკუპირებული გაქვს ტერიტორიები, უნდა ელაპარაკო ოკუპანტს და არა სხვა სახელმწიფოს, რადგან 35 წლის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რომ დასავლეთის ქვეყნებს დიდად არ აინტერესებთ საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი საზოგადოებრივი დარბაზის“ წევრმა, ჟურნალისტმა, თათია პაჭკორიამ.
მან ისაუბრა, თუ როგორ წარმოუდგენია დეოკუპაციაზე საუბარი ნეიტრალიტეტის ფორმატში.
მისივე თქმით, ზემოთ აღნიშნულის მიზეზია ის, რომ საქართველოს აქვს გაყინული კონფლიქტები და „ამ კუთხით არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა“. პაჭკორიამ ასევე აღნიშნა, რომ 2008 წლის სამხედრო ავანტიურის შემდეგ ფსევდოიდეალების აღარ სჯერა.
„როდესაც რაღაცები ისე არ ხდება, როგორც ჩვენს ქვეყანას აწყობს, უნდა შეიცვალოს პოლიტიკური რიტორიკა, უნდა შეიცვალოს პოლიტიკური აზროვნება. ნებისმიერმა პოლიტიკურმა გუნდმა უნდა ეძებოს ახალი გზები. ვფიქრობ ნეიტრალიტეტის იდეა, რომელმაც ცივი ომის დროს იხსნა რამდენიმე ევროპული სახელმწიფო, შეიძლება, აღმოჩნდეს საქართველოსთვის მისაღები და გადარჩენის ერთ-ერთი სტრატეგია, რადგან ოკუპანტი ბირთვული სახელმწიფო უფრო მეტად დაელაპარაკება ნეიტრალურ საქართველოს, ვიდრე რომელიმე მის მიმართ მტრულად განწყობილ პოლიტიკურ ბლოკში არსებულ ქვეყანას“, - განაცხადა ვადაჭკორიამ.
ციტატები სტატიიდან
„ამ კუთხით არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა“
„როდესაც რაღაცები ისე არ ხდება, როგორც ჩვენს ქვეყანას აწყობს, უნდა შეიცვალოს პოლიტიკური რიტორიკა, უნდა შეიცვალოს პოლიტიკური აზროვნება. ნებისმიერმა პოლიტიკურმა გუნდმა უნდა ეძებოს ახალი გზები. ვფიქრობ ნეიტრალიტეტის იდეა, რომელმაც ცივი ომის დროს იხსნა რამდენიმე ევროპული სახელმწიფო, შეიძლება, აღმოჩნდეს საქართველოსთვის მისაღები და გადარჩენის ერთ-ერთი სტრატეგია, რადგან ოკუპანტი ბირთვული სახელმწიფო უფრო მეტად დაელაპარაკება ნეიტრალურ საქართველოს, ვიდრე რომელიმე მის მიმართ მტრულად განწყობილ პოლიტიკურ ბლოკში არსებულ ქვეყანას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.