თათია პაჭკორია: გაყინული კონფლიქტების, ფსევდო იდეალების ფონზე, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, მოხარული ვარ, რომ გაჩნდა პოლიტიკური გუნდი, რომელმაც აქტიურ განხილვაში შემოიტანა ნეიტრალიტეტის იდეა და ის არ ეძებს ლეგიტიმაციას არც ვაშინგტონში, არც ბრიუსელში
თათია პაჭკორიას განცხადებით, მიესალმება პოლიტიკური გუნდის გამოჩენას, რომელმაც ნეიტრალიტეტის იდეა წამოაყენა და ლეგიტიმაციას არც ვაშინგტონსა და არც ბრიუსელში არ ეძებს. მისი თქმით, ნეიტრალიტეტი პატარა ქვეყნებისთვის გადარჩენის სტრატეგია და სამხედრო ბლოკების ალტერნატივაა.

გაყინული კონფლიქტების, ფსევდო იდეალების ფონზე, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, მოხარული ვარ, რომ გაჩნდა პოლიტიკური გუნდი, რომელმაც აქტიურ განხილვაში შემოიტანა ნეიტრალიტეტის იდეა და ის არ ეძებს ლეგიტიმაციას არც ვაშინგტონში, არც ბრიუსელში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი საზოგადოებრივი დარბაზის“ წევრმა, ჟურნალისტმა თათია პაჭკორიამ.
წამყვანმა ჰკითხა, რა პერსპექტივა აქვს ნეიტრალიტეტს საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის.
„ნეიტრალიტეტის იდეაზე დასავლელი პოლიტოლოგები და სამეცნიერო ველის წარმომადგენლები ბევრს საუბრობდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ნეიტრალიტეტი პატარა ქვეყნებისთვის გადარჩენის ერთ-ერთი სტრატეგიაა. თუ შვეიცარიული აკადემიური წრეების წარმომადგენლებს დავუჯერებთ, პატარა ქვეყნებისთვის ნეიტრალიტეტი სამხედრო გაერთიანებებში გაწევრიანების ალტერნატივაა.
ნეიტრალიტეტის იდეა მე-19 საუკუნის ბოლოს გაჩნდა და უკვე მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საკმაოდ აქტუალურია. არაერთი ქვეყანა ვიცით, რომელმაც ნეიტრალიტეტის იდეით აიცილა ომის ქარცეცხლი, ცივი ომის დაპირისპირება და ამ გაყინული კონფლიქტების, ფსევდო იდეალების ფონზე, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, მოხარული ვარ, რომ გაჩნდა პოლიტიკური გუნდი, რომელმაც აქტიურ განხილვაში შემოიტანა ნეიტრალიტეტის იდეა, ის არ ეძებს ლეგიტიმაციას არც ვაშინგტონში, არც ბრიუსელში და საზოგადოებას შესთავაზა განსახილველად ეს იდეა“, - აღნიშნა პაჭკორიამ.
ციტატები სტატიიდან
„ნეიტრალიტეტის იდეაზე დასავლელი პოლიტოლოგები და სამეცნიერო ველის წარმომადგენლები ბევრს საუბრობდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ნეიტრალიტეტი პატარა ქვეყნებისთვის გადარჩენის ერთ-ერთი სტრატეგიაა. თუ შვეიცარიული აკადემიური წრეების წარმომადგენლებს დავუჯერებთ, პატარა ქვეყნებისთვის ნეიტრალიტეტი სამხედრო გაერთიანებებში გაწევრიანების ალტერნატივაა. ნეიტრალიტეტის იდეა მე-19 საუკუნის ბოლოს გაჩნდა და უკვე მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საკმაოდ აქტუალურია. არაერთი ქვეყანა ვიცით, რომელმაც ნეიტრალიტეტის იდეით აიცილა ომის ქარცეცხლი, ცივი ომის დაპირისპირება და ამ გაყინული კონფლიქტების, ფსევდო იდეალების ფონზე, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, მოხარული ვარ, რომ გაჩნდა პოლიტიკური გუნდი, რომელმაც აქტიურ განხილვაში შემოიტანა ნეიტრალიტეტის იდეა, ის არ ეძებს ლეგიტიმაციას არც ვაშინგტონში, არც ბრიუსელში და საზოგადოებას შესთავაზა განსახილველად ეს იდეა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.