ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით სონღულაშვილმა „რუსთავის აზოტში“ მოდერნიზებული რეაქტორის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტიგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

„რუსთავის აზოტში“ 5.26 მილიონი ევროს ღირებულების მოდერნიზებული რეაქტორი გაიხსნა, რომლის გახსნის ცერემონიას მინისტრი დავით სონღულაშვილი დაესწრო. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ემისიების უწყვეტი მონიტორინგის სისტემა.

დავით სონღულაშვილმა „რუსთავის აზოტში“ მოდერნიზებული რეაქტორის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
დავით სონღულაშვილმა „რუსთავის აზოტში“ მოდერნიზებული რეაქტორის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობაიმედინიუსი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სს „რუსთავის აზოტში“ აზოტმჟავას საამქროში კატალიზური გაწმენდის რეაქტორის მოდერნიზაციის პროექტით დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებს ადგილზე გაეცნო.

მოდერნიზებული რეაქტორის გახსნის ცერემონიას ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე დაესწრო.

პროექტის ფარგლებში რეაქტორში ახალი თაობის კატალიზატორი ჩაიტვირთა, სრულად შეიცვალა მისი შიგთავსი და დამონტაჟდა ემისიების უწყვეტი მონიტორინგის სისტემა, რომელიც დამაბინძურებელი ნივთიერებების გაფრქვევის მუდმივ კონტროლს უზრუნველყოფს. განხორციელებული მოდერნიზაცია ხელს შეუწყობს საწარმოში თანამედროვე გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დანერგვას, სათბურის აირების ემისიების შემცირებასა და სამრეწველო პროცესების გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესებას.

„თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა იძლევა შესაძლებლობას, რომ შემცირდეს საწარმოო პროცესების უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე და ამავდროულად უზრუნველყოფილ იქნას ეკონომიკური საქმიანობის მდგრადობა. „რუსთავის აზოტში“ განხორციელებული პროექტი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების, კერძო სექტორის ინვესტიციების, საერთაშორისო პარტნიორების და სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად კონკრეტული გარემოსდაცვითი შედეგების მიღწევა“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

პროექტი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 5.26 მილიონი ევრო შეადგინა, საიდანაც 2.26 მილიონი ევრო GIZ-ის დაფინანსებაა, ხოლო 3 მილიონი ევრო - „რუსთავის აზოტის“ ინვესტიცია.

ღონისძიებას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი, საქართველოს პარლამენტის რუსთავისა და გარდაბნის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა იძლევა შესაძლებლობას, რომ შემცირდეს საწარმოო პროცესების უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე და ამავდროულად უზრუნველყოფილ იქნას ეკონომიკური საქმიანობის მდგრადობა. „რუსთავის აზოტში“ განხორციელებული პროექტი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების, კერძო სექტორის ინვესტიციების, საერთაშორისო პარტნიორების და სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად კონკრეტული გარემოსდაცვითი შედეგების მიღწევა“
დავით სონღულაშვილმა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით სონღულაშვილმა "რუსთავის აზოტში" მოდერნიზებული რეაქტორის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები