პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით პროკურატურამ 5 პირს, მათ შორის უცხოელებს, ბრალი წარუდგინა; მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარედგინა
რუსთავი 2

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა დროს, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: 125 გრამამდე "ალფა-პვპ," 150 გრამამდე "კოკაინი," 111 აბი სახით და 119 შეკვრად დაფასოებული "მეთადონი," საიდანაც ბრალდებულების ნაწილმა ნარკოტიკული საშუალებები იმერეთის რეგიონში, სხვადასხვა ლოკაციებზე განათავსეს. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები