პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობისთვის 5 პირს ბრალდება წარუდგინა, რისთვისაც მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა
იმედინიუსი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა დროს, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: 125 გრამამდე ,,ალფა-პვპ”, 150 გრამამდე ,,კოკაინი”, 111 აბი სახით და 119 შეკვრად დაფასოებული „მეთადონი“, საიდანაც ბრალდებულების ნაწილმა ნარკოტიკული საშუალებები იმერეთის რეგიონში, სხვადასხვა ლოკაციებზე განათავსეს. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „“ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარედგინა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები