ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამარ ჩიბურდანიძე: დღეს ევროპა მიგრანტების ტყვეობაშია, ხოლო მათი ქმედებები ისტორიულ შურისძიებას უფრო ჰგავს - მიგრანტები წვავენ ყველაფერს, რაც მათ არ შეუქმნიათ და რაც ღირებულია ევროპისთვის

ხალხის ძალა

„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე აცხადებს, რომ ევროპა მიგრანტების ტყვეობაშია, მათი ქმედებები კი ისტორიულ შურისძიებას ჰგავს. მისი მტკიცებით, საფრანგეთსა და ბრიუსელში მიმდინარე აქციები წინასწარ დაგეგმილია და „დიპ-სტეიტის“ პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.

თამარ ჩიბურდანიძე: დღეს ევროპა მიგრანტების ტყვეობაშია, ხოლო მათი ქმედებები ისტორიულ შურისძიებას უფრო ჰგავს - მიგრანტები წვავენ ყველაფერს, რაც მათ არ შეუქმნიათ და რაც ღირებულია ევროპისთვის
თამარ ჩიბურდანიძე: დღეს ევროპა მიგრანტების ტყვეობაშია, ხოლო მათი ქმედებები ისტორიულ შურისძიებას უფრო ჰგავს - მიგრანტები წვავენ ყველაფერს, რაც მათ არ შეუქმნიათ და რაც ღირებულია ევროპისთვისიმედინიუსი

ევროპაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მიზეზებსა და მიზნებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. როგორც ის აღნიშნავს, ევროპაში სახეზეა მემარცხენე, ულტრალიბერალური ალიანსის მიერ ძალის დემონსტრირების მცდელობა, რომელსაც სათავეში აფროამერიკული „ვოუქიზმი“ უდგას, რომლის იდეოლოგიაც ეფუძნება რასობრივ და გენდერულ თანასწორობას, ლგბტ უფლებების დაცვას.

თამარ ჩიბურდანიძე იმაზეც წერს, თუ რატომ არ მოქმედებს პრეზიდენტი მაკრონი შესაბამისად და ეჭვობს, რომ ეს არეულობა კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

„ის, რაც დღეს საფრანგეთსა და ბრიუსელში ხდება, სწავლას მოწყურებული ახალგაზრდების პროტესტი არ არის. ეს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური აქციებია, რომლებიც წინასწარ მომზადებული გეგმით იმართება. როგორც ჩანს, დემოკრატიის „ნორმად“ იქცა ახალგაზრდების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის.

საქართველოშიც ხომ იგივე სტანდარტით, სტუდენტების ხელით წვავდნენ ყველაფერს. რა ხდება რეალურად საფრანგეთში და მოედება თუ არა ეს ტალღა მთელ ევროპას? საფრანგეთში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბრძოლა უკვე დაიწყო.

ის, რასაც ახლა ვხედავთ, მემარცხენე, ულტრალიბერალური ალიანსის მიერ ძალის დემონსტრირებაა, რომელსაც სათავეში აფროამერიკული „ვოუქიზმი“ უდგას. ეს არის „დიპ-სტეიტის“ (Deep State) იდეოლოგია, რომელმაც თავის დროზე მოძრაობა „ანტიფა“ შვა. „ვოუქიზმი“ გამოფხიზლებას ნიშნავს და, როგორც ჩანს, ევროპა სწორედ ამ საშინელებას ელოდა, რომ საბოლოოდ გამოფხიზლებულიყო. ფერადკანიანების მიერ შექმნილი ეს მოძრაობა ოფიციალურად რასობრივ და გენდერულ თანასწორობას, ლგბტ უფლებების დაცვასა და ინკლუზიურობას ისახავს მიზნად. იდეოლოგიის და მოგვიანებით ამ მოძრაობის ჩამოყალიბების მთავარი მიზეზი კოლონიური წარსულის გადაფასება გახდა. თუმცა, როგორც ჩანს, „კოლონიური წარსულის გადაფასებას“ აფროამერიკული რასა ევროპული ეთნოსების წინააღმდეგ ბრძოლაში ხედავს. ამ პროცესს ხელი შეუწყო ევროკავშირის ლიბერალურმა საემიგრაციო პოლიტიკამაც.

დღეს ევროპა მიგრანტების ტყვეობაშია, ხოლო მათი ქმედებები ისტორიულ შურისძიებას უფრო ჰგავს - მიგრანტები წვავენ ყველაფერს, რაც მათ არ შეუქმნიათ და რაც ღირებულია ევროპისთვის. ულტრამემარცხენე მოძრაობამ, რომელსაც მიგრანტებისა და ლგბტ თემის სრული მხარდაჭერა აქვს, წინასაარჩევნო კამპანია ვითომ განათლების რეფორმის მოთხოვნით დაიწყო. მათ კარგად იციან, თუ რამდენად ძლიერია საფრანგეთში ულტრამემარჯვენე მარი ლე პენის პარტია, რომელსაც მხარს უჭერს ეთნიკური ფრანგების უმრავლესობა, მათ შორის ებრაული თემი. სწორედ ამიტომ, აფროამერიკული „ვოუქიზმი“ საფრანგეთში ანტისემიტურ მოძრაობად გარდაიქმნა. ისინი ავიწროებენ ეთნიკურ ებრაელებს, წვავენ მათ მაღაზიებს და უნივერსიტეტებშიც კი აკონტროლებენ - ვინ არის ებრაელი. ეს პროცესები საუკუნის წინანდელი ფაშიზმის საწყის ეტაპს გვახსენებს.

ამ მოვლენების ფონზე ჩნდება მთავარი კითხვა: რატომ არ მოქმედებს პრეზიდენტი მაკრონი შესაბამისად? მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულია აქციის ათასობით მონაწილე და პოლიციაც ხშირად ხისტია, მაკრონის საერთო ლიბერალური მიდგომა ეჭვებს აჩენს - ხომ არ აწყობთ ეს მოვლენები „დიპ-სტეიტის“ ბიუროკრატებს ევროპაში? მათ აქვთ შიში, რომ ძალაუფლება არ წაართვან საკმაოდ მომძლავრებულმა ულტრამემარჯვენე პარტიებმა, რომლებიც წინასაარჩევნოდ ქუჩებში აუცილებლად დაიწყებენ სახალხო მობილიზაციას. ამიტომ, კონსერვატიულ მოძრაობას მათ წინასწარ დაუპირისპირეს სოციალურ პოლიტიკაზე „ანთებული“ ლიბერალები. მემარჯვენე ძალებისთვის კი ასეთი ხმაურისა და მღელვარების გადაფარვა ძალიან რთული იქნება. რაც შეეხება პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას, მაკრონს რამდენიმე თვეღა დარჩა საპრეზიდენტოდ და მისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება, თუმცა, ალბათ ეს სხვისთვის იქნება მნიშვნელოვანი. თუ ამ პროცესებს არა სოციალურ, არამედ პოლიტიკურ ჭრილში შევხედავთ, აშკარაა: ეს არეულობა, კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის, ვიღაცის ინტერესებში ნამდვილად შედის“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ის, რაც დღეს საფრანგეთსა და ბრიუსელში ხდება, სწავლას მოწყურებული ახალგაზრდების პროტესტი არ არის. ეს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური აქციებია, რომლებიც წინასწარ მომზადებული გეგმით იმართება. როგორც ჩანს, დემოკრატიის „ნორმად“ იქცა ახალგაზრდების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. საქართველოშიც ხომ იგივე სტანდარტით, სტუდენტების ხელით წვავდნენ ყველაფერს. რა ხდება რეალურად საფრანგეთში და მოედება თუ არა ეს ტალღა მთელ ევროპას? საფრანგეთში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბრძოლა უკვე დაიწყო. ის, რასაც ახლა ვხედავთ, მემარცხენე, ულტრალიბერალური ალიანსის მიერ ძალის დემონსტრირებაა, რომელსაც სათავეში აფროამერიკული „ვოუქიზმი“ უდგას. ეს არის „დიპ-სტეიტის“ (Deep State) იდეოლოგია, რომელმაც თავის დროზე მოძრაობა „ანტიფა“ შვა. „ვოუქიზმი“ გამოფხიზლებას ნიშნავს და, როგორც ჩანს, ევროპა სწორედ ამ საშინელებას ელოდა, რომ საბოლოოდ გამოფხიზლებულიყო. ფერადკანიანების მიერ შექმნილი ეს მოძრაობა ოფიციალურად რასობრივ და გენდერულ თანასწორობას, ლგბტ უფლებების დაცვასა და ინკლუზიურობას ისახავს მიზნად. იდეოლოგიის და მოგვიანებით ამ მოძრაობის ჩამოყალიბების მთავარი მიზეზი კოლონიური წარსულის გადაფასება გახდა. თუმცა, როგორც ჩანს, „კოლონიური წარსულის გადაფასებას“ აფროამერიკული რასა ევროპული ეთნოსების წინააღმდეგ ბრძოლაში ხედავს. ამ პროცესს ხელი შეუწყო ევროკავშირის ლიბერალურმა საემიგრაციო პოლიტიკამაც. დღეს ევროპა მიგრანტების ტყვეობაშია, ხოლო მათი ქმედებები ისტორიულ შურისძიებას უფრო ჰგავს - მიგრანტები წვავენ ყველაფერს, რაც მათ არ შეუქმნიათ და რაც ღირებულია ევროპისთვის. ულტრამემარცხენე მოძრაობამ, რომელსაც მიგრანტებისა და ლგბტ თემის სრული მხარდაჭერა აქვს, წინასაარჩევნო კამპანია ვითომ განათლების რეფორმის მოთხოვნით დაიწყო. მათ კარგად იციან, თუ რამდენად ძლიერია საფრანგეთში ულტრამემარჯვენე მარი ლე პენის პარტია, რომელსაც მხარს უჭერს ეთნიკური ფრანგების უმრავლესობა, მათ შორის ებრაული თემი. სწორედ ამიტომ, აფროამერიკული „ვოუქიზმი“ საფრანგეთში ანტისემიტურ მოძრაობად გარდაიქმნა. ისინი ავიწროებენ ეთნიკურ ებრაელებს, წვავენ მათ მაღაზიებს და უნივერსიტეტებშიც კი აკონტროლებენ - ვინ არის ებრაელი. ეს პროცესები საუკუნის წინანდელი ფაშიზმის საწყის ეტაპს გვახსენებს. ამ მოვლენების ფონზე ჩნდება მთავარი კითხვა: რატომ არ მოქმედებს პრეზიდენტი მაკრონი შესაბამისად? მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულია აქციის ათასობით მონაწილე და პოლიციაც ხშირად ხისტია, მაკრონის საერთო ლიბერალური მიდგომა ეჭვებს აჩენს - ხომ არ აწყობთ ეს მოვლენები „დიპ-სტეიტის“ ბიუროკრატებს ევროპაში? მათ აქვთ შიში, რომ ძალაუფლება არ წაართვან საკმაოდ მომძლავრებულმა ულტრამემარჯვენე პარტიებმა, რომლებიც წინასაარჩევნოდ ქუჩებში აუცილებლად დაიწყებენ სახალხო მობილიზაციას. ამიტომ, კონსერვატიულ მოძრაობას მათ წინასწარ დაუპირისპირეს სოციალურ პოლიტიკაზე „ანთებული“ ლიბერალები. მემარჯვენე ძალებისთვის კი ასეთი ხმაურისა და მღელვარების გადაფარვა ძალიან რთული იქნება. რაც შეეხება პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას, მაკრონს რამდენიმე თვეღა დარჩა საპრეზიდენტოდ და მისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება, თუმცა, ალბათ ეს სხვისთვის იქნება მნიშვნელოვანი. თუ ამ პროცესებს არა სოციალურ, არამედ პოლიტიკურ ჭრილში შევხედავთ, აშკარაა: ეს არეულობა, კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის, ვიღაცის ინტერესებში ნამდვილად შედის“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილი: “ჩვენ არ ვიქცევით ისე, როგორც ზოგიერთი ევროპული ხელისუფლება, რომელიც ხალისით უყურებს ძალადობას სხვა ქვეყანაში და ახალისებს ამ ძალადობას. ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს: როდესაც სხვაგან მხარს უჭერ ძალადობას, შემდეგ შენთან მიიღებ იმავე ძალადობას”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები