ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურორი - ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადგინდება, რომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა განახორციელა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება

საქართველოს პროკურატურა

პროკურორ ანი ლეკიაშვილის განცხადებით, მტკიცებულებებით დადგინდება, რომ ბრალად შერაცხული ქმედება სწორედ ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაიდინა. საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება, რამაც სახელმწიფოს თითქმის 7 მილიონი ლარის ზიანი მიაყენა.

პროკურორი - ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადგინდება, რომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა განახორციელა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება
პროკურორი - ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადგინდება, რომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა განახორციელა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებაინტერპრესნიუსი

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადგინდება, რომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა განახორციელა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის პროკურორმა ანი ლეკიაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, სასამართლომ საქმის დახურვის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ მიიღო, რადგან დღევანდელ პროცესზე ამის აუცილებლობა არ იყო.

„ბრალდების მხარემ იშუამდგომლა სხდომის დახურვასთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე მსგავსი საფუძველი არ იყო, რომ აუცილებელი ყოფილიყო სხდომის დახურვა. სასამართლომ განმარტებაც გააკეთა, დღეს არ განიხილებოდა იმგვარი სახის შუამდგომლობები, რომ აუცილებელი ყოფილიყო ამ გადაწყვეტილების მიღება.

რაც შეეხება პროცესებს, დაიკითხებიან მოწმეები, გამოკვლეული იქნება მტკიცებულებები და ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადგინდება, რომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა განახორციელა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება“, - განაცხადა ლეკიაშვილმა.

კითხვაზე, თუ ვინ არიან მოწმეები, რომელთა გამოც პროკურატურა სხდომის დახურვას ითხოვს, ლეკიაშვილი კონკრეტულ პასუხს არ სცემს და აცხადებს, რომ საქმე 48 ტომისგან შედგება და დასაკითხ მოწმეთა სიაც დიდია.

„სისხლის სამართლის საქმეში განთავსებულია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, ჯუანშერ ბურჭულაძის გამოკითხვის ოქმიც, თუმცა, სისხლის სამართლის საქმე 48 ტომია, შესაბამისად, ამ საქმეში არის არაერთი ისეთი მტკიცებულება, რომელიც განაჩენს საფუძვლად დაედება, მათ შორის, წერილობითი, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები“, - განაცხადა ლეკიაშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ არ დაიბარა პროკურატურამ მამუკა მდინარაძე გამოკითხვაზე იმის დასადგენად, წერილი ნამდვილად მან მიწერა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს, პროკურორი პასუხობს, რომ „მსგავსი რამ საქმის გამოძიების ფარგლებში არ დადასტურებულა“.

კიდევ ერთ კითხვაზე, რომ არა ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის ჩვენებებისა, გაუფორმდებოდათ თუ არ ამათ საპროცესო შეთანხმება, პროკურორი პასუხობს, რომ შეთანხმების მიღწევის საფუძველი თანამშრომლობაც იყო.

„ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე გაუფორმდათ, ეს საფუძველი არაერთხელ მოგახსენეთ, რომ შეიძლება გახდეს სწორედ აღიარება და მათ შორის, თანამშრომლობა. როცა ეს საფუძველი შეიქმნა, ბრალდების მხარემ მიიღო გადაწყვეტილება მათთან საპროცესო შეთანხმება გაეფორმებინა“, - განაცხადა ლეკიაშვილმა.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ მისცეს. მათი ჩვენების შესაბამისად, შესყიდვების, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან 750 000 ლარი ირაკლი ღარიბაშვილს ხელზე გადასცა, 750 000 ლარი კი თავად დაიტოვა. ზემოხსენებული ქმედების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით - 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.

ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სისხლის სამართლის საქმეში განთავსებულია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, ჯუანშერ ბურჭულაძის გამოკითხვის ოქმიც, თუმცა, სისხლის სამართლის საქმე 48 ტომია, შესაბამისად, ამ საქმეში არის არაერთი ისეთი მტკიცებულება, რომელიც განაჩენს საფუძვლად დაედება, მათ შორის, წერილობითი, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები“
„მსგავსი რამ საქმის გამოძიების ფარგლებში არ დადასტურებულა“
„ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე გაუფორმდათ, ეს საფუძველი არაერთხელ მოგახსენეთ, რომ შეიძლება გახდეს სწორედ აღიარება და მათ შორის, თანამშრომლობა. როცა ეს საფუძველი შეიქმნა, ბრალდების მხარემ მიიღო გადაწყვეტილება მათთან საპროცესო შეთანხმება გაეფორმებინა“
„ბრალდების მხარემ იშუამდგომლა სხდომის დახურვასთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე მსგავსი საფუძველი არ იყო, რომ აუცილებელი ყოფილიყო სხდომის დახურვა. სასამართლომ განმარტებაც გააკეთა, დღეს არ განიხილებოდა იმგვარი სახის შუამდგომლობები, რომ აუცილებელი ყოფილიყო ამ გადაწყვეტილების მიღება. რაც შეეხება პროცესებს, დაიკითხებიან მოწმეები, გამოკვლეული იქნება მტკიცებულებები და ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადგინდება, რომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა განახორციელა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება“
ანი ლეკიაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო არ დაიხურაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები