ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დიმიტრი პესკოვი - უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება კიევის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის კონფლიქტის საბოლოო მოგვარება კიევის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. პარალელურად, WSJ-ის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა წამოაყენა ინიციატივა, რომ უკრაინის საკითხზე დონალდ ტრამპს და სი ძინპინს პირადად შეხვდეს.

დიმიტრი პესკოვი - უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება კიევის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
დიმიტრი პესკოვი - უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება კიევის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე შეუძლებელიაინტერპრესნიუსი

უკრაინის კონფლიქტის მოგვარება კიევის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ხედავს თუ არა რუსული მხარე უკრაინაში მშვიდობიანი მოგვარების მიღწევის შესაძლებლობას კიევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის გარეშე.

„რაც შეეხება კონფლიქტის მოგვარებას, თქვენ იცით, რომ ამერიკული მხარე აგრძელებს შუამავლობისა და სამშვიდობო ძალისხმევის განხორციელებას და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო მოგვარება კიევიდან იმ პირის მონაწილეობის გარეშე, რომელიც მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა, შეუძლებელია“, - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წამოაყენა წინადადება, რომ მომავალ თვეში ის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ერთმანეთს უკრაინის საკითხზე სასაუბროდ შეხვდნენ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რაც შეეხება კონფლიქტის მოგვარებას, თქვენ იცით, რომ ამერიკული მხარე აგრძელებს შუამავლობისა და სამშვიდობო ძალისხმევის განხორციელებას და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო მოგვარება კიევიდან იმ პირის მონაწილეობის გარეშე, რომელიც მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა, შეუძლებელია“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუბიომ ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრაზე საუბრების მიმდინარეობა დაადასტურაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები