შალვა პაპუაშვილი ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდარტების შესახებ: “შესძლებიათ, თურმე, ძალადობის დაგმობა. დათესეს ქარი საქართველოში – მიიღეს ქარიშხალი ევროკავშირის სხვადასხვა ქალაქში”
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ბრიუსელი ალბანეთის აქციებზე ძალადობას გმობს, მაშინ როცა საქართველოში ძალადობრივ პროტესტს თავად აფინანსებდა და ახალისებდა.

“სწორედ ამისკენ მოვუწოდებდით ჩვენ, მეც პირადად, ევროკავშირს, ევროკავშირის ელჩს, რომ დაეგმო ძალადობა. შესძლებიათ, თურმე”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ალბანეთში მიმდინარე პროტესტო აქციებთან დაკავშირებით ევროკომისიის შეფასებაზე საუბრისას.
„ეს განცხადება უნდა მოგვესმინა 2021 წლის მარტში, როდესაც „ნაცმოძრაობა“ და ნიკა მელია გამაგრდნენ „ალამუტის ციხეში“ [პარტიის ოფისში] და მაშინ ვნახეთ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები მიდიოდნენ მასთან და ახალისებდნენ ძალადობას.
ვერ მოვისმინეთ 2022 წლის ივნისში, როცა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული “ენჯეოები” ხელისუფლების დამხობას ცდილობდნენ პარლამენტის წინ.
ვერ მოვისმენთ 2023 წლის მარტში, როდესაც თვალხატულა ლაზარე გრიგორიადისი “მოლოტოვის კოქტეილით” წვავდა პოლიციელს.
ვერ მოვისმინეთ 2024 წლის მაისში, როდესაც, გამჭვირვალობის კანონის მიღების დროს, ძალადობა, “მოლოტოვის კოქტეილები” ვიხილეთ რუსთაველის ქუჩაზე.
ვერ მოსმინეთ 2024 წლის ნოემბერში, არჩევნების შემდეგ, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წევრები იდგნენ აქ და მაიდნისკენ მოუწოდებდნენ ხალხს, და ვერ მოვისმინეთ 2025 წლის წლის 4 ოქტომბერს, როდესაც ევროკომისიის პრესსპიკერის მიერ წაქეზებული ბრბო შეეცადა პრეზიდენტის სასახლის დაკავებას.
ევროკავშირს ამდენი შესაძლებლობა ჰქონდა, დაეგმო საქართველოში ძალადობრივი აქციები და ვერც ერთხელ ვერ მოვისმინეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
“ახლა მთავარი კითხვაა: რატომ?
იმიტომ, რომ თავად ეს ჯგუფები, ბრიუსელი და მისი საცეცები იდგნენ ამ ძალადობის უკან. მათ მიერ დაფინანსებული ადამიანები იყვნენ, 2019 წლის 20 ივნისიდან მოყოლებული დღემდე, და არიან მოძალადეები. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ადამიანები არიან, ვინც ცდილობენ პრეზიდენტის და პარლამენტის სასახლის დაწვას, შტურმით აღებას და ევროკავშირის დაფინანსებული ადამიანები არიან, რომლებიც “მოლოტოვის კოქტეილებსა” და ქვებს ისვრიან პოლიციელების მისამართით. ეს არის სიმართლე და ამას უნდა ჩახედონ თვალებში.
სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში აქეზებდნენ და აფინანსებდნენ ამ ძალადობას, ჯერ ბარიკადებზე აიყვანეს ეს ბრბო და შემდეგ ჩატოვეს ციხეში – იმიტომ, რომ საქართველოზე თავდასხმის საშუალება ჰქონდეთ ამ რიტორიკით. იმიტომ, რომ დათესეს ქარი საქართველოში – მიიღეს ქარიშხალი სხვა ევროკავშირის სხვადასხვა ქალაქში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის: ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ალბანეთში საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობას გმობენ. კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქციების დროს ძალადობა, მათ შორის ცეცხლის წაკიდების ფაქტები, სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმა და საჯარო თუ კერძო საკუთრების განადგურება შემაშფოთებელია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიშალვა პაპუაშვილი ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტზე: შეძლებიათ თურმე ძალადობის დაგმობა. დათესეს ქარი საქართველოში, მიიღეს ქარიშხალი ევროკავშირის სხვადასხვა ქალაქში
- რუსთავი 2შალვა პაპუაშვილი: დათესეს ქარი საქართველოში, მიიღეს ქარიშხალი ევროკავშირის სხვადასხვა ქალაქში. კარგი მაგალითია - მხარს დაუჭერ ძალადობას, დააფინანსებ ძალადობას, მიიღებ ძალადობას საკუთარ სახლში
- პირველი არხიშალვა პაპუაშვილი – ვნახეთ ძალადობის დაგმობა ალბანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში, მაგრამ ვერ ვნახეთ საქართველოსთან მიმართებით, პასუხი მარტივია, თავად ბრიუსელი და მისი საცეცები იდგნენ ამ ძალადობის უკან
- ინტერპრესნიუსიშალვა პაპუაშვილი - გვახსოვს მაკრონის განცხადება, რომელმაც მხარი იმ მოძალადე ბრბოს დაუჭირა, რომელიც საქართველოს პარლამენტის დაწვას ცდილობდა - სამყარო ასეა მოწყობილი: ის, ვინც ბოროტებას დათესავს, საკუთარ სახლში იმავეს მიიღებს!
ციტატები სტატიიდან
„სწორედ ამისკენ მოვუწოდებდით ჩვენ, მეც პირადად, ევროკავშირს, ევროკავშირის ელჩს, რომ დაეგმო ძალადობა. შესძლებიათ, თურმე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.