აკაკი ალადაშვილი რადიკალური პარტიების აკრძალვაზე: „ისინი ყოველდღიურად ადასტურებენ, რომ მართლაც არაკონსტიტუციურები და ძალადობრივები არიან, ვერ აღიქვამენ იმ დანაშაულებს, რომლებიც ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე აქვთ ჩადენილი, და ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ხელისუფლებაში მობრუნების შემთხვევაში აუცილებლად გაიმეორებენ იგივე დანაშაულებს. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო სრულად დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს და ამ პარტიებს პოლიტიკურ ველზე ყოფნას აუკრძალავს“
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ აკაკი ალადაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები არაკონსტიტუციურობას ადასტურებენ და იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს და მათ პოლიტიკურ ველზე ყოფნას აუკრძალავს.