შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის პროცესის დახურვის შესახებ: “სამართლებრივი პროცესია. მტკიცებულებები არის თუ არა, ამით არ განსაზღვრება პროცესი ღიაა თუ დახურული. მტკიცებულებების ხარისხი არ განისაზღვრება იმით, „TV პირველის“ ჟურნალისტი დაესწრება თუ არა სხდომას“
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის პროცესის დახურვა სასამართლოს გადასაწყვეტია და მტკიცებულებების ხარისხი არ განისაზღვრება იმით, დაესწრება თუ არა სხდომას მედია.

“რაც შეეხება პროცესების საჯაროობასა და დახურვას, ეს პროცესუალური ნაწილია და ამაზე მე ვერ გიპასუხებთ, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია, ისევე, როგორც ვერ გიპასუხებთ მეორე კითხვაზე, სასამართლო პროცესებში მონაწილეობასთან დაკავშირებით”, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენელს, რომელიც დაინტერესდა, რატომ დაიხურა ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები და რატომ არ ესწრება მას განსასჯელი.
„სამართლებრივი პროცესია. მტკიცებულებები არის თუ არა, ამით არ განსაზღვრება, პროცესი ღიაა თუ დახურული. იქ არის ორივე მხარე – ბრალდებულის და ბრალდების მხარეც, არის სასამართლო, არის სამი ინსტანცია, ასე რომ, აქ მტკიცებულებების ხარისხი არ განისაზღვრება იმით, „TV პირველის“ ჟურნალისტი დაესწრება თუ არა სხდომას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მედიის წარმომადგენელი ასევე დაინტერესდა, ხომ არ უკავშირდებოდა პროცესების დახურვა იმ ფაქტს, რომ რომელიმე მოწმეს საჯაროდ არ სურდა ჩვენების მიცემა, რაზეც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის აბსურდი, რადგან მოწმეების ჩვენებები საქმეში დევს და ისედაც საჯაროა.
„არის სამი ინსტანცია. ჯერ პირველ ინსტანციაშია საქმე. ამ საქმის შედეგი რა იქნება, ჯერ არავინ იცის, ამიტომ მე ადვოკატებსაც ამას მოვუწოდებდი, რომ კონცენტრირდნენ სამართლებრივ საკითხზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ღარიბაშვილის წერილზე და მის შინაარსთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზეც ისაუბრა.
„რაც ვიხილეთ, იმ ტექსტიდან ჩანს, რომ დაწერილია ადვოკატის მიერ. იმ ტექსტში წერია, რომ ადვოკატი ესაუბრება თავის დაცვის ქვეშ მყოფს. ვინაიდან მამუკა მდინარაძე არ გახლდათ ადვოკატი, შესაბამისად, გამორიცხულია, ხომ მისი დაწერილი იყოს.
ტექსტი იყო დაწერილი
ადვოკატის მიერ, რომელიც წერდა, “ამ ტაქტიკით წავიდეთ თუ სხვა ტაქტიკით”.
ვინც ეს წერილი დაწერა, ჯერ იმან თქვას, რომ მე დავწერე ეს წერილიო. ავტორი ხომ გაინტერესებთ?! ავტორი არის, სავარაუდოდ, ადვოკატი.
წერილის სტრუქტურიდან ასე ჩანს. ეუბნება: “რომელი ტაქტიკით წავიდეთ, რა გავაკეთოთ”. ანუ ადვოკატი ეუბნება თავის დაცვის ქვეშ მყოფს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„რაც შეეხება პროცესების საჯაროობასა და დახურვას, ეს პროცესუალური ნაწილია და ამაზე მე ვერ გიპასუხებთ, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია, ისევე, როგორც ვერ გიპასუხებთ მეორე კითხვაზე, სასამართლო პროცესებში მონაწილეობასთან დაკავშირებით“
„სამართლებრივი პროცესია. მტკიცებულებები არის თუ არა, ამით არ განსაზღვრება, პროცესი ღიაა თუ დახურული. იქ არის ორივე მხარე – ბრალდებულის და ბრალდების მხარეც, არის სასამართლო, არის სამი ინსტანცია, ასე რომ, აქ მტკიცებულებების ხარისხი არ განისაზღვრება იმით, „TV პირველის“ ჟურნალისტი დაესწრება თუ არა სხდომას“
„არის სამი ინსტანცია. ჯერ პირველ ინსტანციაშია საქმე. ამ საქმის შედეგი რა იქნება, ჯერ არავინ იცის, ამიტომ მე ადვოკატებსაც ამას მოვუწოდებდი, რომ კონცენტრირდნენ სამართლებრივ საკითხზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.