შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის პროცესის დახურვაზე: სამართლებრივი პროცესია. მტკიცებულებები არის თუ არა, ამით არ განსაზღვრება პროცესი ღიაა თუ დახურული. მტკიცებულებების ხარისხი არ განისაზღვრება იმით „ტვ პირველის“ ჟურნალისტი დაესწრება თუ არა სხდომას“
მტკიცებულებების ხარისხი არ განისაზღვრება იმით, დაესწრება თუ არა სხდომას ჟურნალისტი, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესის დახურვას. მისი თქმით, პროცესის დახურვა მხოლოდ სასამართლოს გადასაწყვეტი საკითხია.

რაც შეეხება პროცესების საჯაროობას და დახურვას, ეს პროცესუალური ნაწილია და ამაზე მე ვერ გიპასუხებთ, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია, ისევე, როგორც ვერ გიპასუხებთ მეორე კითხვაზე სასამართლო პროცესებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენელს, რომელიც დაინტერესდა, რატომ დაიხურა ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები და რატომ არ ესწრება მას განსასჯელი.
მისი თქმით, სასამართლოს გადასაწყვეტია დახუარვს თუ არა პროცესს.
„სამართლებრივი პროცესია. მტკიცებულებები არის თუ არა, ამით არ განსაზღვრება პროცესი ღიაა თუ დახურული. იქ არის ორივე მხარე - ბრალდებულის და ბრალდების მხარეც, არის სასამართლო, არის სამი ინსტანცია და ასე, რომ აქ მტკიცებულებების ხარისხი არ განისაზღვრება იმით „ტვ პირველის“ ჟურნალისტი დაესწრება თუ არა სხდომას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მედიის წარმომადგენელი ასევე დაინტერესდა, ხომ არ უკავშირდებოდა პროცესების დახურვა იმ ფაქტს, რომ რომელიმე მოწმეს საჯაროს არ სურდა ჩვენების მიცემა, რაზეც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის აბსურდი, რადგან მოწმეების ჩვენებები საქმეში დევს და ისედაც საჯაროა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა განმართა, პროცესის დახურვის გადაწყვეტილება მიიღება მაშინ, როდესაც საქმეში არის ისეთი მასალები, რომლის გასაჯაროება მიზანშეწონილი არ არის.
„არის სამი ინსტანცია. ჯერ პირველ ინსტანციაშია საქმე. ამ საქმის შედეგი რა იქნება ჯერ არავინ იცის ამიტომ მე ადვოკატებსაც ამას მოვუწოდებდი, რომ კონცენტრირდნენ სამართლებრივ საკითხზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ღარიბაშვილის წერილზე და მის შინაარსთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზეც ისაუბრა.
„ის ტექსტი, რაც ვიხილეთ, იმ ტექსტიდან ჩანს, რომ დაწერილია ადვოკატის მიერ. იმ ტექსტში წერია, რომ ადვოკატი ესაუბრებათავის დაცვის ქვეშ მყოფს. ვინაიდან მამუკა მდინარაძე არ გახლდათ ადვოკატი, შესაბამისად გამორიცხულია, ხომ მისი დაწერილი იყოს. ტექსტი იყო დაწერილი ადვოკატის მიერ, რომელიც წერდა, რომ ამ ტაქტიკით წავიდეთ თუ სხვა ტაქტიკით. ვინც ეს წერილი დაწერა, ჯერ იმან თქვას, რომ მე დავწერე ეს წერილიო. ავტორი ხომ გაინტერესებთ?! ავტორი არის სავარაუდოდ ადვოკატი. წერილის სტრუქტურიდან ასე ჩანს. ეუბნება, რომ რომელი ტაქტიკით წავიდეთ, რა გავაკეთოთ. ანუ ადვოკატი ეუბნება თავის დაცვის ქვეშ მყოფს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„სამართლებრივი პროცესია. მტკიცებულებები არის თუ არა, ამით არ განსაზღვრება პროცესი ღიაა თუ დახურული. იქ არის ორივე მხარე - ბრალდებულის და ბრალდების მხარეც, არის სასამართლო, არის სამი ინსტანცია და ასე, რომ აქ მტკიცებულებების ხარისხი არ განისაზღვრება იმით „ტვ პირველის“ ჟურნალისტი დაესწრება თუ არა სხდომას“
„არის სამი ინსტანცია. ჯერ პირველ ინსტანციაშია საქმე. ამ საქმის შედეგი რა იქნება ჯერ არავინ იცის ამიტომ მე ადვოკატებსაც ამას მოვუწოდებდი, რომ კონცენტრირდნენ სამართლებრივ საკითხზე“
„ის ტექსტი, რაც ვიხილეთ, იმ ტექსტიდან ჩანს, რომ დაწერილია ადვოკატის მიერ. იმ ტექსტში წერია, რომ ადვოკატი ესაუბრებათავის დაცვის ქვეშ მყოფს. ვინაიდან მამუკა მდინარაძე არ გახლდათ ადვოკატი, შესაბამისად გამორიცხულია, ხომ მისი დაწერილი იყოს. ტექსტი იყო დაწერილი ადვოკატის მიერ, რომელიც წერდა, რომ ამ ტაქტიკით წავიდეთ თუ სხვა ტაქტიკით. ვინც ეს წერილი დაწერა, ჯერ იმან თქვას, რომ მე დავწერე ეს წერილიო. ავტორი ხომ გაინტერესებთ?! ავტორი არის სავარაუდოდ ადვოკატი. წერილის სტრუქტურიდან ასე ჩანს. ეუბნება, რომ რომელი ტაქტიკით წავიდეთ, რა გავაკეთოთ. ანუ ადვოკატი ეუბნება თავის დაცვის ქვეშ მყოფს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.