შალვა პაპუაშვილი - რა შეატყვეთ ჩვენს გუნდს, რომ რაიმე არეულობა ან სისუსტე შეიძლება იყოს?! - თავად ბატონ ბიძინასაც სურდა უმრავლესობასთან და პოლიტსაბჭოსთან შეხვედრა, ვინაიდან დიდი დრო იყო გასული ბოლო ასეთი შესაძლებლობიდან
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მედიამ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის შეკრებაზე აჟიოტაჟი და ცრუ მოლოდინები შექმნა, გუნდში კი არავითარი არეულობა ან სისუსტე არ არის. მისი თქმით, შეხვედრა ბიძინას სურვილი იყო, რადგან ფართო შემადგენლობით ასეთი კომუნიკაციიდან ერთი წელი იყო გასული.

რა შეატყვეთ ერთი ჩვენს გუნდს, რომ რაიმე არეულობა, ან სისუსტე შეიძლება იყოს შიგნით?! - თავად ბატონ ბიძინასაც სურდა უმრავლესობასთან და პოლიტსაბჭოსთან შეხვედრა, ვინაიდან ერთი წელი იყო გასული, რაც ასეთი ხასიათის შეხვედრა არ ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, მიმდინარე დღეებში მედიამ „აჟიოტაჟი მოაწყო“ და „ცრუ მოლოდინები“ შექმნა.
„რა შეატყვეთ ერთი ჩვენს გუნდს, რომ რაიმე არეულობა, ან სისუსტე შეიძლება იყოს შიგნით არ ვიცი, მაგრამ რაც შეეხება სხდომის მიზეზს და საფუძველს - თავად ბატონ ბიძინასაც სურდა უმრავლესობასთან და პოლიტსაბჭოსთან შეხვედრა, ვინაიდან დიდი დრო იყო გასული ბოლო ასეთი შესაძლებლობიდან. ფაქტობრივად, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის პერიოდში სხვადასხვა ფართო ჯგუფებით კომუნიკაციის შემდეგ, ასეთი შესაძლებლობა არ ჰქონია გუნდს. რა თქმა უნდა, გუნდის ლიდერებს აქვთ ამის შესაძლებლობა, მაგრამ თავად გუნდს ფართო შემადგენლობით არა. ამიტომ ბატონი ბიძინას სურვილიც იყო, რომ ერთი წელია გასული, რაც ასეთი ხასიათის შეხვედრა არ ყოფილა და კარგი იქნებოდა, ხან უმრავლესობა, ხან პოლიტსაბჭო ყოფილიყო გამოყენებული, რომ პერიოდულად გვქონდეს ინტენსიური განხილვების შესაძლებლობა. ჩვენ ვნახეთ ეს რამდენიმე დღე აჟიოტაჟი, რომელიც მედიამ მოაწყო. უბრალოდ, ჩემი რჩევა იქნება, რომ ცრუ მოლოდინები არ უნდა ჩამოაყალიბოთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„რა შეატყვეთ ერთი ჩვენს გუნდს, რომ რაიმე არეულობა, ან სისუსტე შეიძლება იყოს შიგნით არ ვიცი, მაგრამ რაც შეეხება სხდომის მიზეზს და საფუძველს - თავად ბატონ ბიძინასაც სურდა უმრავლესობასთან და პოლიტსაბჭოსთან შეხვედრა, ვინაიდან დიდი დრო იყო გასული ბოლო ასეთი შესაძლებლობიდან. ფაქტობრივად, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის პერიოდში სხვადასხვა ფართო ჯგუფებით კომუნიკაციის შემდეგ, ასეთი შესაძლებლობა არ ჰქონია გუნდს. რა თქმა უნდა, გუნდის ლიდერებს აქვთ ამის შესაძლებლობა, მაგრამ თავად გუნდს ფართო შემადგენლობით არა. ამიტომ ბატონი ბიძინას სურვილიც იყო, რომ ერთი წელია გასული, რაც ასეთი ხასიათის შეხვედრა არ ყოფილა და კარგი იქნებოდა, ხან უმრავლესობა, ხან პოლიტსაბჭო ყოფილიყო გამოყენებული, რომ პერიოდულად გვქონდეს ინტენსიური განხილვების შესაძლებლობა. ჩვენ ვნახეთ ეს რამდენიმე დღე აჟიოტაჟი, რომელიც მედიამ მოაწყო. უბრალოდ, ჩემი რჩევა იქნება, რომ ცრუ მოლოდინები არ უნდა ჩამოაყალიბოთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.