კობახიძის შემდეგ, პაპუაშვილიც ამტკიცებს რომ უმრავლესობის სხდომაზე "სირპრიზები არ იქნება"
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „ოცნების“ უმრავლესობის სხდომაზე „სირპრიზები არ იქნება“. მმართველი გუნდის საგანგებო შეხვედრას, რომელზეც საკადრო ცვლილებების შესაძლებლობა განიხილება, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

ირაკლი კობახიძის შემდეგ დღეს უკვე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს რომ დღეს, უმრვალესობის სხდომაზე "სირპრიზები არ იქნება".
სწორედ ეს კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ "პირველების" კითხვაზე, იგეგმება თუ არა საგანგებო სხდომაზე საკადრო ცვლილებები.
უმრავლესობის სხდომა "ოცნების" ცენტრალურ ოფისში 14:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარეც დაესწრება. ბიძინა ივანიშვილი სავარაუდოდ უკვე "ოცნების" ცენტრალურ ოფისშია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაკობახიძე, კალაძე და პაპუაშვილი "ოცნების" ცენტრალურ ოფისში იმყოფებიან - რა ხდება გორგასლის ქუჩაზე
"ოცნების" შეხვედრა ივანიშვილთან - პირველი კადრები უმრავლესობის სხდომიდან
“ოცნების” შეხვედრა ივანიშვილთან – კადრები უმრავლესობის სხდომიდან
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…