პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალადობის ადგილი არ არის” – ევროკომისია ალბანეთში მომხდარ ფაქტებს გმობს

ევროკომისია ალბანეთში მომხდარ ძალადობას, სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმებსა და ქონების განადგურებას გმობს და მოითხოვს, რომ პასუხისმგებელი პირები კანონის მიხედვით დაისაჯონ.

“დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალადობის ადგილი არ არის” – ევროკომისია ალბანეთში მომხდარ ფაქტებს გმობს
POSTV

ევროკომისია ალბანეთში მიმდინარე მოვლენებს საგანგებო განცხადებით ეხმაურება.

“ვგმობთ ძალადობას ტირანასა და ალბანეთის სხვა ქალაქებში, მათ შორის ცეცხლის წაკიდების ფაქტებს, სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმებსა და საჯარო თუ კერძო საკუთრების განადგურებას. დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალადობის ადგილი არ არის, მასზე რეაგირება კი კანონის ფარგლებში და პროპორციული უნდა იყოს.

პასუხისმგებელი პირები კანონით დადგენილი პროცედურების შესაბამისად უნდა დაისაჯონ. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებები და ევროპული ღირებულებებია, რაც პატივისცემას იმსახურებს და რომელთა რეალიზებაც მშვიდობიანად უნდა მოხდეს”, – აცხადებს ევროკომისია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოევროკომისია ალბანეთში სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას, ცეცხლის წაკიდებას და საჯარო თუ კერძო ქონების განადგურებას გმობს
  2. იმედინიუსისამთავრობოევროკომისიამ ალბანეთში მასობრივი პროტესტის დროს ძალადობა დაგმო
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნინო წილოსანი ევრობიუროკარტების ორმაგ სტანდარტზე: ჩვენი მყარი პოზიციონირებით იმედია ოდესმე მივიღებთ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის უფლებას იცხოვროს მშვიდობიან სამყაროში ევროპელი პარტნიორები ერთხელ და სამუდამოდ სცემენ პატივსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები