პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რატი იონათამიშვილი: ევროკავშირისა და ევროკომისიის სახედ ორმაგი სტანდარტი იქცა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ევროკავშირსა და ევროკომისიას ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებების შინაარსს კონიუნქტურის მიხედვით ცვლიან, რაც ევროპული ინსტიტუტების რეპუტაციას აკნინებს.

რატი იონათამიშვილი: ევროკავშირისა და ევროკომისიის სახედ ორმაგი სტანდარტი იქცა
პერსონის ფოტო: რატი იონათამიშვილი

ევროკავშირისა და ევროკომისიის სახედ ორმაგი სტანდარტი იქცა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ორმაგი სტანდარტის შედეგი საკუთარ რიგებში მიღებული ძალადობაა.

„სამწუხაროა, რომ საქართველოზე ისინი სხვა შინაარსის განცხადებებს აკეთებენ და როდესაც აწყობთ ამ განცხადების შინაარსს ცვლიან. ამით კიდევ უფრო კნინდება ევროპული ინსტიტიტების იმიჯი და რეპუტაცია“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ალბანეთში საპროტესტო აქციების დროს ძალადობას გმობენ. კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქციების დროს ძალადობა, მათ შორის ცეცხლის წაკიდების ფაქტები, სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმები და საჯარო თუ კერძო საკუთრების განადგურება შემაშფოთებელია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობორატი იონათამიშვილი – დიდი ხანია, ორმაგი სტანდარტები ევროკავშირის სახედ იქცა, ორმაგი მიდგომების გამო, ევროსტრუქტურებში კრიზისი ძალიან მაღალია, ფაქტობრივად, ინსტიტუტების რეპუტაცია შელახულია
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რატი იონათამიშვილი – ევრობიუროკრატები, რომლებიც დღეს ევროკომისიას მართავენ, როგორც ჩანს, თვითონ გამოდიან ევროპის წინააღმდეგწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები