"ავტორიტარული რეჟიმის სასოწარკვეთილი ნაბიჯი" - ზურაბიშვილის პირველი რეაქცია ჟურნალისტის დაკავებაზე
სალომე ზურაბიშვილი ვახო სანაიასთვის Facebook-სტატუსის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას „ავტორიტარული რეჟიმის სასოწარკვეთილ ნაბიჯს“ უწოდებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მოსკოვის სცენარს იმეორებს, პოსტებს დანაშაულად აქცევს და ჟურნალისტებს ციხეში სვამს.

"საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს"- ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო, ჟურნალიტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების საკითხს.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა, "ქართული ოცნება" Facebook-პოსტებს „დანაშაულებად“ აქცევს, ჟურნალისტებს კი ციხეში სვამს.
საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს: Facebook-პოსტებს „დანაშაულებად“ აქცევს, ჟურნალისტებს კი ციხეში სვამს. ვახო სანაიასთვის 30-დღიანი პატიმრობის მისჯა ავტორიტარული რეჟიმის სასოწარკვეთილი ნაბიჯია — საკუთარი თავის დასამშვიდებლად და გადასარჩენად. "- წერს ზურაბიშვილი.
ციტატები სტატიიდან
„საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს“
„დანაშაულებად“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.