პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელის დღევანდელი მმართველი კლასი ევროპელი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება, ევროპელმა ხალხმა გამოიღვიძა - გერმანიამ, ისლანდიამ, საფრანგეთმა. ბევრ მაგალითს ვიხილავთ, სადაც ითხოვენ მმართველი კლასისგან, რომ გატარდეს მათი ინტერესები

ქართული ოცნება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ბრიუსელის მმართველი კლასი ევროპელი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება და ატარებს პოლიტიკას, რომელიც არ შეესაბამება ევროპელების დაკვეთას.

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელის დღევანდელი მმართველი კლასი ევროპელი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება, ევროპელმა ხალხმა გამოიღვიძა - გერმანიამ, ისლანდიამ, საფრანგეთმა. ბევრ მაგალითს ვიხილავთ, სადაც ითხოვენ მმართველი კლასისგან, რომ გატარდეს მათი ინტერესები
იმედინიუსი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპელ ხალხში ბრიუსელის მმართველი კლასის მიმართ არსებულ დამოკიდებულებებზე ისაუბრა.

მისი შეფასებით, ბრიუსელის ბიუროკრატია დღეს ევროპელი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება.

„ევროკავშირი ათწლეულები იდგა ღირებულებებსა და ფასეულობებზე, მისი ყველაზე ახლო მოკავშირე, ვინც გვახსენდება, არის ამერიკის შეერთებული შტატები და დღეს [აშშ-ს] ევროკავშირთან ურთიერთობა არ უნდა. ორი წელია, კაია კალასმა, რომელიც ევროკავშირში საგარეო მიმართულებას ხელმძღვანელობს, ბატონ მარკო რუბიოსთან ერთწუთიანი შეხვედრაც კი ვერ ჩანიშნა, სერიოზული პრობლემა აქვთ.

ბრიუსელის დღევანდელი მმართველი კლასი ევროპელი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება. ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის ულტრამემარცხენე ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება, ლგბტ პროპაგანდა, იაფ ენერგორესურსებზე უარის თქმა და ამით დეინდუსტრიალიზაციის გამოწვევა, უკონტროლო არალეგალური მიგრაცია, რომელმაც წალეკა ევროპა. ეს ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის და ევროპელმა ხალხმა გამოიღვიძა - გერმანიამ, ისლანდიამ, საფრანგეთმა. ბევრ მაგალითს ვიხილავთ, სადაც ითხოვენ მმართველი კლასისგან, რომ გატარდეს მათი ინტერესები და დღეს ევროპელი ხალხის ინტერესი არ ტარდება. ეს არის გარედან მოხვეული, ე.წ.დიფ სთეითის - როგორც ბატონ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უწოდებს იმ ძალებს, მიერ თავსმოხვეული პოლიტიკა, რასაც ატარებს დღევანდელი მმართველი კლასი, ეს არარჩეული ბიუროკრატები, რომლებიც დღეს არიან და ხვალ არ იქნებიან“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ლევან მაჭავარიანი: „როდესაც ჩვენს ქვეყანაში „დიფ სთეითის“ მორჩილებაში მყოფი ბრიუსელისა და ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მხრიდან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ძალადობრივი დემონსტრაციები ვიხილეთ, ისინი ამას „დემოკრატიად“ გვისაღებდნენ. ხოლო როდესაც ასეთივე „დემოკრატიული“ მიტინგები თავად მიიღეს, ამას უკვე თავისი რეალური სახელი – ძალადობრივი აქციები – დაარქვეს“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები