პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი – ევრობიუროკრატები აქციებზე ძალადობას საქართველოს შემთხვევაშიც ხედავდნენ, მაგრამ მათი ინტერესი არ იყო დაგმობა, ვინაიდან მათივე დაფინანსებული იყო ძალადობრივი აქციები

ქართული ოცნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ევრობიუროკრატები საფრანგეთში მიმდინარე აქციებს ძალადობრივად აფასებენ, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ძალადობას იმიტომ არ გმობდნენ, რომ საპროტესტო აქციები მათივე დაფინანსებული იყო და ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა სურდათ.

ლევან მაჭავარიანი – ევრობიუროკრატები აქციებზე ძალადობას საქართველოს შემთხვევაშიც ხედავდნენ, მაგრამ მათი ინტერესი არ იყო დაგმობა, ვინაიდან მათივე დაფინანსებული იყო ძალადობრივი აქციები
პირველი არხი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საფრანგეთში აქციები ძალადობრივი იყო, თუმცა ევრობიუროკრატების მხრიდან მსგავსად უნდა შეფასდეს საქართველოში გამართული აქციებიც, სადაც ანალოგიურად ისროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, პიროტექნიკას.

მაჭავარიანის თქმით, ევრობიუროკრატია ორმაგი სტანდარტით მოქმედებს.

„შეუძლებელია, მსგავსება ვერ დაინახო საფრანგეთსა და საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებში, ეს იყო ძალადობრივი აქციები. შეფასებები განსხვავებული იყო. ევრობიუროკრატების პირდაპირი ინტერესი იყო, რომ საქართველოში რევოლუცია მომხდარიყო და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აგენტურას ჩაენაცვლებინა. აქედან გამომდინარე, ისინი აქციების შეფასებაში იტყუებოდნენ და ამბობდნენ, რომ მშვიდობიანი აქცია იყო. ახლა ევროპის ქვეყნებში ანალოგიურს ვყურებთ, ანალოგიურად ისვრიან „მოლოტოვის კოქტეილებს“, პიროტექნიკას. ამ შემთხვევაში, ისინი ამ ყველაფერს თავის სახელს არქმევენ და ამბობენ, რომ ძალადობრივი იყო. ვეთანხმებით, რომ ეს აქციები ძალადობრივი იყო, მაგრამ ძალადობრივი იყო საქართველოს შემთხვევაშიც.

მიუღებელია, როცა ისინი ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ. ძალადობას საქართველოს შემთხვევაშიც ხედავდნენ, მაგრამ მათი ინტერესი არ იყო ძალადობის დაგმობა, რადგან მათივე დაფინანსებული იყო ძალადობრივი აქციები და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის რომანტიზების კამპანიები. მათივე გაგმირებული იყო ლაზარე და მსგავსი ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ მცდელობა, პოლიციელები ცოცხლად დაეწვათ. მათი ინტერესი იყო, რომ საქართველოში ისეთი ქაოსი ყოფილიყო, ვითარება უმართავი გამხდაროყო. ბოლოს კი, ქვეყანაში რევოლუცია მომხდარიყო და ხელისუფლებაში მოეყვანათ აგენტურა, რომელიც საქართველოს პროქსი ქვეყნად გადააქცევდა. სწორედ ამის გამო დაიწყო ქვეყანაზე თავდასხმები“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შეუძლებელია, მსგავსება ვერ დაინახო საფრანგეთსა და საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებში, ეს იყო ძალადობრივი აქციები. შეფასებები განსხვავებული იყო. ევრობიუროკრატების პირდაპირი ინტერესი იყო, რომ საქართველოში რევოლუცია მომხდარიყო და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აგენტურას ჩაენაცვლებინა. აქედან გამომდინარე, ისინი აქციების შეფასებაში იტყუებოდნენ და ამბობდნენ, რომ მშვიდობიანი აქცია იყო. ახლა ევროპის ქვეყნებში ანალოგიურს ვყურებთ, ანალოგიურად ისვრიან „მოლოტოვის კოქტეილებს“, პიროტექნიკას. ამ შემთხვევაში, ისინი ამ ყველაფერს თავის სახელს არქმევენ და ამბობენ, რომ ძალადობრივი იყო. ვეთანხმებით, რომ ეს აქციები ძალადობრივი იყო, მაგრამ ძალადობრივი იყო საქართველოს შემთხვევაშიც. მიუღებელია, როცა ისინი ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ. ძალადობას საქართველოს შემთხვევაშიც ხედავდნენ, მაგრამ მათი ინტერესი არ იყო ძალადობის დაგმობა, რადგან მათივე დაფინანსებული იყო ძალადობრივი აქციები და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის რომანტიზების კამპანიები. მათივე გაგმირებული იყო ლაზარე და მსგავსი ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ მცდელობა, პოლიციელები ცოცხლად დაეწვათ. მათი ინტერესი იყო, რომ საქართველოში ისეთი ქაოსი ყოფილიყო, ვითარება უმართავი გამხდაროყო. ბოლოს კი, ქვეყანაში რევოლუცია მომხდარიყო და ხელისუფლებაში მოეყვანათ აგენტურა, რომელიც საქართველოს პროქსი ქვეყნად გადააქცევდა. სწორედ ამის გამო დაიწყო ქვეყანაზე თავდასხმები“
ლევან მაჭავარიანი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ლევან მახაშვილი საფრანგეთის მოვლენებზე: დღეს საქართველოს სიმართლე ისეთი აშკარაა, როგორც არასდროს. გამოჩნდა, რომ დიახაც, თურმე პოლიციელს რომ ესვრი „მოლოტოვის კოქტეილს“, ეს ნამდვილად დანაშაულია. საქართველოში „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი გმირად გამოაცხადეს. შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა ის შეიწყალა, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი. გადის დრო, იგივე ხდება ევროპის სახელმწიფოებში და ყველაფერს ერქმევა თავის სახელიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები