ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იმერეთში ფოლკლორის ცენტრმა კიდევ 3 სალოტბარო სკოლა გახსნა

იმერეთში ფოლკლორის ცენტრმა კიდევ სამი სალოტბარო სკოლა გახსნა, სადაც 60 დარეგისტრირებული ბავშვი ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას უფასოდ შეისწავლის.

იმერეთში ფოლკლორის ცენტრმა კიდევ 3 სალოტბარო სკოლა გახსნა
იმერეთში ფოლკლორის ცენტრმა კიდევ 3 სალოტბარო სკოლა გახსნაიმედინიუსი

იმერეთში ფოლკლორის ცენტრმა კიდევ 3 სალოტბარო სკოლა გახსნა.

ხარაგაულის ექვსი სოფლის ხევის, ხუნევის, გედსამანიის, ვაშლევის , ბორითისა და ვერტყვიჭალას მოსწავლეების, ახალგაზრდებისა და ნებისმიერი მსურველისათვის სალოტბარო სკოლები გაიხსნა.

ხუნევის სალოტბარო სკოლა სამ სოფელს: ხევს, გედსამანიას და ხუნევს აერთიანებს და ხუნევის საჯარო სკოლაში განთავსდა. სკოლის ლოტბარ - რეგენტია გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გუჯა არევაძე.

ვერტყვიჭალის სალოტბარო სკოლამ სოფლის საჯარო სკოლის შენობაში დაიწყო ფუნქციონირება. პედაგოგია , ასევე , გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სალომე ჭანიშვილი.

ბორითისა და ვაშლევის სალოტბარო სკოლა კი განთავსებულია სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლაში და მისი ლოტბარია ნიკა ბორჩხაძე , გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

ახალ სალოტბარო სკოლებში უკვე გაიარა მოსმენა და დარეგისტრირდა 60 ბავშვი, რომლებიც ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას უსასყიდლოდ, სახელმწიფოს მხარდაჭერით დაეუფლებიან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის პროცესის დახურვაზე: სამართლებრივი პროცესია. მტკიცებულებები არის თუ არა, ამით არ განსაზღვრება პროცესი ღიაა თუ დახურული. მტკიცებულებების ხარისხი არ განისაზღვრება იმით „ტვ პირველის“ ჟურნალისტი დაესწრება თუ არა სხდომას“წაიკითხე

უახლესი ამბები