ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ონის კულტურის სახლში ფოლკლორის ცენტრის გუნდის და რაჭის სალოტბარო სკოლების კონცერტი გაიმართა

კულტურის სამინისტრო

ონის კულტურის სახლში ფოლკლორის ცენტრის გუნდისა და რაჭის სალოტბარო სკოლების ერთობლივი კონცერტი გაიმართა, სადაც ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიციული გალობის ნიმუშები შესრულდა.

ონის კულტურის სახლში ფოლკლორის ცენტრის გუნდის და რაჭის სალოტბარო სკოლების კონცერტი გაიმართა
ონის კულტურის სახლში ფოლკლორის ცენტრის გუნდის და რაჭის სალოტბარო სკოლების კონცერტი გაიმართაიმედინიუსი

ონის კულტურის სახლში ფოლკლორის ცენტრის გუნდის და რაჭის სალოტბარო სკოლების კონცერტი გაიმართა.

შესრულდა ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიციული გალობის გამორჩეული ნიმუშები.

კონცერტს უძღვებოდა გუნდის ერთ-ერთი ლოტბარი, რაჭული ფოლკლორის მკვლევარი თორნიკე სხიერელი.

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ გუნდის შექმნის იდეასა და სალოტბარო სკოლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საღამოს ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინე კობახიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, ლევან შერაზადიშვილი, ირმა ჩიხრაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ქრისტინა კობახიძემ მადლობა გადაუხადა ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, გიორგი დონაძეს, ცენტრის გუნდსა და ღონისძიებაში მონაწილე სალოტბარო სკოლებს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისა და მისი განვითარებისთვის გაწეული საქმიანობისთვის.

მან ასევე აღნიშნა, რომ ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით, უახლოეს პერიოდში ონის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად სასცენო ფორმები გადაეცემათ.

ფოლკლორის ცენტრის გუნდი, გიორგი დონაძის ინიციატივით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 2023 წელს შეიქმნა და მას ხუთი ლოტბარი ჰყავს: ლიკა ლიპარტელიანი, გიორგი ხუნაშვილი, სერგო ურუშაძე, თორნიკე სხიერელი და გიორგი დონაძე.

გუნდის წევრები არიან სალოტბარო სკოლის და გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და სხვადასხვა ცნობილი ანსამბლების წარმომადგენლები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
იმერეთში ფოლკლორის ცენტრმა კიდევ 3 სალოტბარო სკოლა გახსნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები