იმერეთში ფოლკლორის ცენტრმა კიდევ 3 სალოტბარო სკოლა გახსნა
ხარაგაულის ექვსი სოფლის მოსწავლეებისთვის სამი ახალი სალოტბარო სკოლა გაიხსნა, სადაც 60 ბავშვი ქართულ ხალხურ სიმღერასა და გალობას სახელმწიფოს მხარდაჭერით უსასყიდლოდ შეისწავლის.

ხარაგაულის ექვსი სოფლის ხევის, ხუნევის, გედსამანიის, ვაშლევის, ბორითისა და ვერტყვიჭალას მოსწავლეების, ახალგაზრდებისა და ნებისმიერი მსურველისათვის სალოტბარო სკოლები გაიხსნა.
ხუნევის სალოტბარო სკოლა სამ სოფელს : ხევს, გედსამანიას და ხუნევს აერთიანებს და ხუნევის საჯარო სკოლაში განთავსდა. სკოლის ლოტბარ - რეგენტია გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გუჯა არევაძე.
ვერტყვიჭალის სალოტბარო სკოლამ სოფლის საჯარო სკოლის შენობაში დაიწყო ფუნქციონირება. პედაგოგია, ასევე, გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სალომე ჭანიშვილი.
ბორითისა და ვაშლევის სალოტბარო სკოლა კი განთავსებულია სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლაში და მისი ლოტბარია ნიკა ბორჩხაძე , გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.
ახალ სალოტბარო სკოლებში უკვე გაიარა მოსმენა და დარეგისტრირდა 60 ბავშვი, რომლებიც ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას უსასყიდლოდ, სახელმწიფოს მხარდაჭერით დაეუფლებიან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.