ავსტრიაში ჩაფრინდა Austrian Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც მანამდე ბომბის შეტყობინების გამო...
Austrian Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 57 ადამიანი იმყოფებოდა, ბომბის შესახებ შეტყობინების გამო სოფიაში იძულებით დაეშვა. შემოწმებისას საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც რეისმა ფრენა ვენის მიმართულებით განაგრძო.

არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავის შემოწმებისას საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს, თუმცა მანამდე თვითმფრონავის ბორტზე მყოფთა ევაკუაცია განხორციელდა.
Austrian Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი Airbus A320 კვირას, 18 ოქტომბერს, საღამოს, სოფიაში იძულებით დაეშვა. ბორტზე 51 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა.
ავიაკომპანიის განცხადებით, მუქარის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, ბულგარეთის დედაქალაქში თვითმფრინავი შეამოწმეს. რამდენიმე საათის შემდეგ Austrian Airlines-მა განაცხადა, რომ შემოწმების შედეგად არანაირი საფრთხე არ გამოვლენილა.
პორტალ Flightradar24-ის მონაცემებით, თვითმფრინავი დადაგენილი მარშრუტით მიფრინავდა, თუმცა რუმინეთის სამხრეთ ნაწილში მკვეთრად შეიცვალა მიმართულება და სოფიაში დაეშვა. სამი საათის შემდეგ ის სოფიიდან ვენის მიმართულებით გაფრინდა, სადაც 19 ოქტომბრის ღამეს ჩავიდა.
მედიის, მათ შორის ტელეკომპანია Sky News-ის ცნობით, ავიაკომპანიამ ბომბის შესახებ შეტყობინება ბულგარეთის თავზე ფრენის დროს მიიღო.
ბულგარეთის ხელისუფლებამ არხს განუცხადა, რომ სოფიაში დაშვებამდე თვითმფრინავს ბულგარეთის საჰაერო ძალების გამანადგურებელი ესკორტირებდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.