ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თელ-ავივიდან ვენაში მიმავალი თვითმფრინავი აფეთქების საფრთხის გამო სოფიაში დაჯდა

თელ-ავივიდან ვენისკენ მიმავალი Airbus A320 აფეთქების საფრთხის შესახებ შეტყობინების გამო სოფიაში ავარიულად დაჯდა, რასაც წინ უძღოდა ბულგარეთის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებლის მიერ მისი გაცილება.

თელ-ავივიდან ვენაში მიმავალი თვითმფრინავი აფეთქების საფრთხის გამო სოფიაში დაჯდა
თელ-ავივიდან ვენაში მიმავალი თვითმფრინავი აფეთქების საფრთხის გამო სოფიაში დაჯდაიმედინიუსი

თელ-ავივიდან ვენის მიმართულებით მიმავალი რეისი აფეთქების საფრთხის გამო სოფიაში ავარიულად დაჯდა. ინფორმაცია ავსტრიულ საინფორმაციო სააგენტო APA-ს ავიაკომპანიაში დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ ბულგარეთის დედაქალაქში, საფრთხის შესახებ შეტყობინების შესვლის შემდეგ, თვითმფრინავის შემოწმება მიმდინარეობდა. ბორტზე 51 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.

Airbus A320-ის ტიპის სამგზავრო ლაინერი სოფიაში 18 ოქტომბერს, საღამოს დაჯდა. Flightradar24-ის მონაცემებით, თვითმფრინავი ჩვეულებრივი მარშრუტით მიფრინავდა, თუმცა რუმინეთის სამხრეთით, ცაში მკვეთრად შემოტრიალდა.

მედიის, მათ შორის ბრიტანული ტელეარხ Sky News-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი ბულგარეთის თავზე მიფრინავდა, „აფეთქების საფრთხის შესახებ სიგნალი“ შევიდა. ბულგარეთის ხელისუფლების განცხადებით, სოფიაში დაშვებამდე თვითმფრინავს ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელი აცილებდა.

დაშვებიდან 3 საათის შემდეგ, თვითმფრინავი სოფიიდან ვენის მიმართულებით გაფრინდა და დანიშნულების ადგილს 19 ოქტომბრის ღამით მიაღწია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ავსტრიაში ჩაფრინდა Austrian Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც მანამდე ბომბის შეტყობინების გამო...წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები