ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკი ფიქრობს, რომ ტრამპს უკრაინის კაპიტულაცია სურს

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპი ცდილობს უკრაინა რუსეთის წინაშე კაპიტულაციაზე დაიყოლიოს, აშშ კი Patriot-ის რაკეტების მიწოდებას აჭიანურებს და მათ უკრაინას ყიდის, მაშინ როცა ბაიდენის ადმინისტრაცია უფასოდ გადასცემდა.

ზელენსკი ფიქრობს, რომ ტრამპს უკრაინის კაპიტულაცია სურს
ზელენსკი ფიქრობს, რომ ტრამპს უკრაინის კაპიტულაცია სურსTV პირველი

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპი ცდილობს, უკრაინა აიძულოს, რუსეთის წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადოს, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

“ვფიქრობ, გადაიდგა ნაბიჯები უკრაინის კაპიტულაციაზე დასათანხმებლად. არ ვამბობ, რომ ეს არის მიზანი, რომლის მიღწევასაც ჩვენი პარტნიორები ცდილობენ. არ მინდა ვიფიქრო, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები მიიჩნევენ, თითქოს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომის დასრულება უკრაინის ხარჯზე უფრო სწრაფად შეიძლება. თუმცა, ეს სწორედ ასე გამოიყურება”, - განაცხადა ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, თანახმა იყო დასთანხმებოდა ტრამპის მოთხოვნას, შეჩერებულიყო რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტების სანაცვლოდ, თუმცა აშშ აჭიანურებს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის განკუთვნილი რაკეტების მიწოდებას, რომლებიც რუსული ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად გამოიყენება.

ზელენსკის განცხადებით, ამჟამად აშშ უკრაინას თვეში Patriot-ის სისტემის მხოლოდ 12 რაკეტას აწვდის, რაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, ოთხჯერ ნაკლებია.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უკრაინა ამ რაკეტებს ყიდულობს, მაშინ როცა ბაიდენი მათ სამხედრო დახმარების სახით, უფასოდ გადასცემდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-მა გადადგა ნაბიჯები უკრაინის კაპიტულაციაზე დასათანხმებლადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები