ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-მა გადადგა ნაბიჯები უკრაინის კაპიტულაციაზე დასათანხმებლად
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპი უკრაინის რუსეთის წინაშე კაპიტულაციაზე დათანხმებას ცდილობს. მისი თქმით, აშშ Patriot-ის რაკეტების მიწოდებას აჭიანურებს და კიევს თვეში მხოლოდ 12 რაკეტას აწვდის.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს, უკრაინა აიძულოს, რუსეთის წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადოს, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
“ვფიქრობ, გადაიდგა ნაბიჯები უკრაინის კაპიტულაციაზე დასათანხმებლად. არ ვამბობ, რომ ეს არის მიზანი, რომლის მიღწევასაც ჩვენი პარტნიორები ცდილობენ. არ მინდა ვიფიქრო, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები მიიჩნევენ, თითქოს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომის დასრულება უკრაინის ხარჯზე უფრო სწრაფად შეიძლება. თუმცა, ეს სწორედ ასე გამოიყურება”, - განაცხადა ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, თანახმა იყო დასთანხმებოდა ტრამპის მოთხოვნას, შეჩერებულიყო რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტების სანაცვლოდ.
„ახლა, არჩევნების წინ სახიფათო დღეები გველოდება. ჩემი უახლესი მოდელი ასეთი იყო: არ შევუტევთ რუსულ დიზელის საწვავს და თქვენ მოგვაწოდეთ Patriot-ის რაკეტები ჩვენი ობიექტების დასაცავად. მაგრამ მათ უბრალოდ სურთ, რომ შევწყვიტოთ დიზელის საწვავზე თავდასხმა და თუ ამას არ გავაკეთებთ, ისინი რაღაცას შეგვიწყვეტენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, აშშ აჭიანურებს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის განკუთვნილი რაკეტების მიწოდებას, რომლებიც რუსული ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად გამოიყენება.
“ჩვენ გადავიხადეთ იარაღის, მათ შორის, ანტიბალისტიკური რაკეტების საფასური, ეგრეთ წოდებული PURL პროგრამის ფარგლებში. ამერიკულმა მხარემ მიწოდების ნაწილი დაამტკიცა, დანარჩენი ნაწილი კი - არა. და ეს არ არის ტექნიკური საკითხი”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ამჟამად აშშ უკრაინას თვეში Patriot-ის სისტემის მხოლოდ 12 რაკეტას აწვდის, რაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, ოთხჯერ ნაკლებია.
ამასთან, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უკრაინა ამ რაკეტებს ყიდულობს, მაშინ როცა ბაიდენი მათ სამხედრო დახმარების სახით, უფასოდ გადასცემდა.
კითხვაზე, თუ როგორ დაახასიათებდა აშშ-თან ურთიერთობების გამოსწორებისკენ მიმართულ ძალისხმევას, ზელენსკიმ განაცხადა: „ვფიქრობ, როდესაც უკრაინისთვის არსებული პოტენციური რისკები ცუნამის მასშტაბისაა, მოქმედება მაშინ უნდა დაიწყო, სანამ ჯერ კიდევ მხოლოდ მსუბუქი შტორმია. მიმაჩნია, რომ აქ გაცილებით მეტია სასწორზე, ვიდრე დიზელის საწვავთან დაკავშირებული გარიგება“.
ციტატები სტატიიდან
„ვფიქრობ, გადაიდგა ნაბიჯები უკრაინის კაპიტულაციაზე დასათანხმებლად. არ ვამბობ, რომ ეს არის მიზანი, რომლის მიღწევასაც ჩვენი პარტნიორები ცდილობენ. არ მინდა ვიფიქრო, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები მიიჩნევენ, თითქოს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომის დასრულება უკრაინის ხარჯზე უფრო სწრაფად შეიძლება. თუმცა, ეს სწორედ ასე გამოიყურება“
„ახლა, არჩევნების წინ სახიფათო დღეები გველოდება. ჩემი უახლესი მოდელი ასეთი იყო: არ შევუტევთ რუსულ დიზელის საწვავს და თქვენ მოგვაწოდეთ Patriot-ის რაკეტები ჩვენი ობიექტების დასაცავად. მაგრამ მათ უბრალოდ სურთ, რომ შევწყვიტოთ დიზელის საწვავზე თავდასხმა და თუ ამას არ გავაკეთებთ, ისინი რაღაცას შეგვიწყვეტენ“
„ჩვენ გადავიხადეთ იარაღის, მათ შორის, ანტიბალისტიკური რაკეტების საფასური, ეგრეთ წოდებული PURL პროგრამის ფარგლებში. ამერიკულმა მხარემ მიწოდების ნაწილი დაამტკიცა, დანარჩენი ნაწილი კი - არა. და ეს არ არის ტექნიკური საკითხი“
„ვფიქრობ, როდესაც უკრაინისთვის არსებული პოტენციური რისკები ცუნამის მასშტაბისაა, მოქმედება მაშინ უნდა დაიწყო, სანამ ჯერ კიდევ მხოლოდ მსუბუქი შტორმია. მიმაჩნია, რომ აქ გაცილებით მეტია სასწორზე, ვიდრე დიზელის საწვავთან დაკავშირებული გარიგება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.