ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარტიებს ₾6.6 მლნ შესწირეს, საიდანაც ₾5.5 მლნ "ოცნებამ" მიიღო - აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების თანახმად, 2026 წლის თებერვალ-აგვისტოში საქართველოს 17 პოლიტიკურ პარტიას ჯამში 6.6 მილიონი ლარი შესწირეს. აქედან ყველაზე მეტი, 5.5 მილიონი ლარი "ქართულმა ოცნებამ" მიიღო, შემდეგ მოდიან "ლელო" და "ხალხის ძალა".

პარტიებს ₾6.6 მლნ შესწირეს, საიდანაც ₾5.5 მლნ "ოცნებამ" მიიღო - აუდიტი
პარტიებს ₾6.6 მლნ შესწირეს, საიდანაც ₾5.5 მლნ "ოცნებამ" მიიღო - აუდიტიBM.GE

საქართველოში 17 პოლიტიკურ პარტიას 6.6 მლნ ლარი შესწირეს. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ მოხსენებაშია აღნიშნული, რომელიც 2026 წლის თებერვალი-აგვისტოს მონაცემებს მოიცავს.

მოხსენება „პოლიტიკური პარტიების, უცხოეთის აგენტების, უცხოური გრანტების მიმღებ და უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტთა ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტს წარედგინა.

"2026 წელს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ასევე შეისწავლა ინფორმაცია 17 პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული 910 შემოწირულების შესახებ, თანხობრივი მაჩვენებლით - 6 565 361 ლარი", - წერია მოხსენებაში.

მონაცემების თანახმად, ყველაზე დიდი შემოწირულება, 5 522 000 ლარი ამ პერიოდში "ქართულმა ოცნებამ" მიიღო, რაც მთლიანი თანხის 84%-ია. შემდეგ მოდის "ლელო" 5%-მდე წილით და "ხალხის ძალა" 4%-ით.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
8 თვეში „ოცნებამ“ ბიზნესისგან 5 მლნ ლარზე მეტი შემოწირულობა მიიღო – კვლევაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები