ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"მთის ტრასების სააგენტომ" ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გაერთიანებული სამეფოს მასშტაბურ ზამთრის სპორტის გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკის სამინისტროსაქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

„მთის ტრასების სააგენტომ“ და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ლონდონში ზამთრის სპორტის გამოფენაზე გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის ტურისტული შესაძლებლობები წარადგინეს.

"მთის ტრასების სააგენტომ" ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გაერთიანებული სამეფოს მასშტაბურ ზამთრის სპორტის გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
"მთის ტრასების სააგენტომ" ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გაერთიანებული სამეფოს მასშტაბურ ზამთრის სპორტის გამოფენაში მიიღო მონაწილეობარუსთავი 2

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის ტრასების სააგენტომ" (MTA) ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ლონდონში, გაერთიანებული სამეფოს ყველაზე მასშტაბურ ზამთრის სპორტის გამოფენაში მიიღო მონაწილეობს.

საერთაშორისო აუდიტორია საქართველოს ოთხი სამთო კურორტის - გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნო.

საგამოფენო სტენდზე ვიზიტორებმა საქართველოს ოთხი კურორტის სათხილამურო ინფრასტრუქტურის, მრავალფეროვანი სასრიალო შესაძლებლობებისა და საქართველოში ზამთრის დასვენების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

გამოფენაზე მონაწილეობის მიზანი საქართველოს სამთო-სათხილამურო მიმართულების პოპულარიზაცია და ბრიტანულ ბაზარზე მისი ცნობადობის გაზრდაა.

გამოფენის ფარგლებში, მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ პანელურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს, როგორც სამთო-სათხილამურო მიმართულების შესახებ ისაუბრა.

London Snow Show-ს გამოფენაში მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამთო კურორტების ადმინისტრაციები, ტუროპერატორები, სპორტული აღჭურვილობის მწარმოებლები და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციები.

გამოფენაზე ტურისტული მიმართულებების პრეზენტაციები, შეხვედრები და ზამთრის სპორტის სიახლეებისა და სამთო ტურიზმის შესახებ დისკუსიები გაიმართა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ნავთობის ფასმა 110 დოლარს მიაღწიაწაიკითხე

უახლესი ამბები