ეკა შარაშიძე: ასე, ხელების ქნევით ელაპარაკებოდა გუშინ სამგორის გამგებელი ლელოს ნაგავსაყრელის მიდამოებში მცხოვრებ მოსახლეობას და უხსნიდა, რომ 2030 წლამდე ყველაფერი მოგვარდება
როგორც ჩანს, ეს 2030 წელი რაღაც საკრალურია, არც ისე შორს არის და არც ისე ახლოს. ამ დროს ამ კაცს ავიწყდება, რომ დაქირავებული მუშაა, რომელსაც ხელფასს ეს ხალხი უხდის. ეს ის კაცია, რომელმაც 2022 წელს აქციაში მონაწილე ხალხს საჯაროდ „სირები“ და „ქვეყნის მტრები“ უწოდა.
თარჯიმანი ეკა შარაშიძე:
ასე, ხელების ქნევით ელაპარაკებოდა გუშინ სამგორის გამგებელი ლელოს ნაგავსაყრელის მიდამოებში მცხოვრებ მოსახლეობას და უხსნიდა, რომ 2030 წლამდე ყველაფერი მოგვარდება.
როგორც ჩანს, ეს 2030 წელი რაღაც საკრალურია, არც ისე შორს არის და არც ისე ახლოს.
ამ დროს ამ კაცს ავიწყდება, რომ დაქირავებული მუშაა, რომელსაც ხელფასს ეს ხალხი უხდის.
ეს ის კაცია, რომელმაც 2022 წელს აქციაში მონაწილე ხალხს საჯაროდ „სირები“ და „ქვეყნის მტრები“ უწოდა.
ამ ხალხს კი ეუბნება, ვნახოთო, კალაძეს თუ ექნება დრო თქვენთან შესახვედრადო, რომელიც ასევე ამ ხალხის დაქირავებული მუშაა.
როდესაც ადამიანები წლების განმავლობაში გელაპარაკებიან ჰაერისა და წყლის შესაძლო დაბინძურებაზე, რომელიც ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს არა ხელების ქნევით, არამედ დამოუკიდებელი კვლევებითა და რეალური მოქმედებით.
მაგრამ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი ივანიშვილზეა დამოკიდებული, მათ შორის ეს გამგებელიც, რომლის ცოლიც „ქართუს ლოჯისტიკაში“ იყო ან არის დასაქმებული, დამოუკიდებელ კვლევას ვინ ჩაგიტარებს?
ეს კი იმ სტატიების სათაურებია, რომლებშიც ამ ხალხს 2017 წლიდან ატყუებენ.
ვიდეოს ბმული და ინფო კომენტარებში
2017 | 30 ივლისი
თბილისის მომავალი: როგორ გავხადოთ ნაგავსაყრელები უსაფრთხო და მომგებიანი
2017 | 16 სექტემბერი
ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება
2018 | 23 იანვარი
ლილოს ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები წელს დაიწყება
2019 | 20 თებერვალი
ლილოს ნაგავსაყრელი დაიხურება
2019 | 3 ივლისი
ლილოს ნაგავსაყრელს ბუნებრივი გაზის მოპოვების წყაროდ გარდაქმნიან
2019 | 20 ნოემბერი
ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრები მოეწყობა, მოგვიანებით კი ელექტროენერგიის წარმოება დაიწყება
2023 | 1 ნოემბერი
კახა კალაძე - დედაქალაქს თანამედროვე სტანდარტების, მოწესრიგებული ნაგავსაყრელი ექნება
2024 | 1 ნოემბერი
თბილისში 4,4 მლნ ევროს ღირებულების ნარჩენების გადამტვირთავი სადგური გაჩნდება
2024 | 20 თებერვალი
თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი პირველი ქარხანა აშენდება
2024 | 5 სექტემბერი
როდის აშენდება თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი პირველი ქარხანა?
2025 | 23 ივლისი
ცნობილია კომპანია, რომელიც თბილისში ნაგავსაყრელის მოდერნიზებას განახორციელებს
2025 | 6 აგვისტო
კალაძე: თბილისის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შევიმუშავეთ
9 ოქტომბერი 2026
თბილისის მერია ლილოს ნაგავსაყრელის გადატანის საკითხს კვლევის დასრულების შემდეგ გადაწყვეტს
2026 | 11 ოქტომბერი
გაუსაძლისი სუნი და ანტისანიტარია - მოსახლეობა ლილოს ნაგავსაყრელის გადატანას ითხოვს
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.