ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ცოლ-ქმარს შორის დაწყებული დავა დაჭრით დასრულდა – რა მოხდა ვარკეთილში

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ვარკეთილში ცოლ-ქმარს შორის დაწყებული დავა ორი ადამიანის დაჭრით დასრულდა; შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია სამი პირი, მათ შორის ერთი ცივი იარაღით დაჭრის, ორი კი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით.

ცოლ-ქმარს შორის დაწყებული დავა დაჭრით დასრულდა – რა მოხდა ვარკეთილში
ცოლ-ქმარს შორის დაწყებული დავა დაჭრით დასრულდა – რა მოხდა ვარკეთილშიალია

ვარკეთილში ცოლ-ქმარს შორის დაწყებული დავა საქმის გარჩევით და 2 ადამიანის დაჭრით დასრულდა.

ქალის ნათესავებმა სიძე და მისი ძმა ჯერ სცემეს, შემდეგ კი დანით გაუსწორდნენ.

პოლიციამ 3 ადამიანი დააკავა, მათ შორის 19 წლის ბიჭია.

ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა შსს-მ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით, კონფლიქტში მონაწილე ორი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, დაშავებული პირები კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაჭრაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს, ხოლო ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია დაპირისპირებაში მონაწილე კიდევ ორი პირი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებითმიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისში 19 წლის ბიჭმა სიძე და მისი ძმა დაჭრა - რა მოხდა ვარკეთილშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები