ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პორტუგალიაში პოლიციამ დემონსტრანტების ბანაკი დაარბია და 25 ადამიანი დააკავა

ლისაბონში პოლიციამ საბინაო კრიზისის საწინააღმდეგო კარვების ბანაკი დაარბია და 25 ადამიანი დააკავა. აქციის მონაწილეები ქირის სწრაფ ზრდას აპროტესტებენ და მთავრობისგან გამოსახლების პროცედურის გამარტივების შესახებ კანონპროექტის გაწვევას ითხოვენ.

პორტუგალიაში პოლიციამ დემონსტრანტების ბანაკი დაარბია და 25 ადამიანი დააკავა
პორტუგალიაში პოლიციამ დემონსტრანტების ბანაკი დაარბია და 25 ადამიანი დააკავაიმედინიუსი

პორტუგალიის პოლიციამ ლისაბონის ცენტრში გაშლილი ბანაკი დაარბია, რომელიც ქვეყანაში საბინაო კრიზისის გამწვავების მოწინააღმდეგეებმა გაშალეს. ათობით პოლიციელი როსიუს მოედანზე ღამით შევიდა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტები წინასწარ გააფრთხილეს, რომ კარვების აუღებლობის შემთხვევაში, მათ დემონტაჟს მოახდენდნენ.

მომიტინგეებმა 100-ზე მეტი კარავი მას შემდეგ გაშალეს, რაც 24 ოქტომბერს საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პოლიციამ „დაუმორჩილებლობისთვის“ 25 ადამიანი დააკავა, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.

მომიტინგეები აცხადებენ, რომ ქირის სწრაფი ზრდა და ცხოვრების გაძვირება ოჯახებისთვის დამატებითი წნეხია, საბინაო საკითხი კი უკმაყოფილების სულ უფრო სერიოზულ წყაროდ იქცა, რის გამოც ყველაზე მეტად ახალგაზრდობა ზარალდება.

პორტუგალიის ბანკის შეფასებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 300 ათასი სახლის დეფიციტია, რაც ლისაბონის მთელი საბინაო ფონდის ეკვივალენტურია.

მომიტინგეები ითხოვენ, რომ მთავრობამ უკან გაიწვიოს კანონპროექტი, რომელიც გამოსახლების პროცედურას ამარტივებს და იჯარის ახალ ხელშეკრულებებზე ქირის შეზღუდვებს აუქმებს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბინის ქირის გაძვირებისა და საცხოვრებელი ხარჯების გაზრდის გამო პორტუგალიაში საპროტესტო აქციები გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები