ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აჭარაში 18-19 ოქტომბერს ღამით ძლიერი წვიმა, ქარი და 4-5-ბალიანი ზღვის ღელვაა მოსალოდნელი, დღისით კი უნალექო ამინდი იქნება.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში
როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმშიბათუმელები

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 ოქტომბრის 21 საათიდან 19 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტეს რაიონში წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, დღისით უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი: ღამით 15-20 მეტრი წამში, დღისით 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო

ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო

ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 4-5 ბალი იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 20 და 21 ოქტომბერს აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები