ჯეი დი ვენსი: „დასავლელმა ლიბერალებმა, მრავალფეროვნებისა და თანაგრძნობის სახელით, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში „მესამე სამყარო“ შეიყვანეს. მათ უგულებელყვეს ასიმილაციისა და თავსებადობის ფუნდამენტური საკითხები. მათ აფრთხილებდნენ, რომ ეს ყველაფერი ასეთ შედეგამდე მიგვიყვანდა, მაგრამ არავის მოუსმინეს”
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი საფრანგეთში მიმდინარე ძალადობას მიგრაციას უკავშირებს და აცხადებს, რომ ლიბერალებმა ასიმილაციის საკითხები უგულებელყვეს, მსგავს მომავალს კი ამერიკას კონგრესში მყოფი დემოკრატები უმზადებენ.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობას მიგრაციას უკავშირებს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა და თან დაურთო ვიდეო, რომელშიც ქალაქ ლიმოჟის მერიის შენობა იწვის.
„დასავლელმა ლიბერალებმა, მრავალფეროვნებისა და თანაგრძნობის სახელით, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში „მესამე სამყარო“ შეიყვანეს. მათ უგულებელყვეს ასიმილაციისა და თავსებადობის ფუნდამენტური საკითხები. მათ აფრთხილებდნენ, რომ ეს ყველაფერი ასეთ შედეგამდე მიგვიყვანდა, მაგრამ არავის მოუსმინეს. ვლოცულობ, რომ საფრანგეთმა, მშვენიერმა ქვეყანამ, სადაც შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს, შეაჩეროს ეს სიგიჟე, ვიდრე კიდევ უფრო მეტი ღირსშესანიშნაობა დაიწვება. იმედი მაქვს, ამერიკელებიც ყურადღებით არიან. სწორედ ასეთ მომავალს უმზადებენ კონგრესში მყოფი დემოკრატები თქვენს ქვეყანას“, – წერს ვენსი.
ციტატები სტატიიდან
„დასავლელმა ლიბერალებმა, მრავალფეროვნებისა და თანაგრძნობის სახელით, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში „მესამე სამყარო“ შეიყვანეს. მათ უგულებელყვეს ასიმილაციისა და თავსებადობის ფუნდამენტური საკითხები. მათ აფრთხილებდნენ, რომ ეს ყველაფერი ასეთ შედეგამდე მიგვიყვანდა, მაგრამ არავის მოუსმინეს. ვლოცულობ, რომ საფრანგეთმა, მშვენიერმა ქვეყანამ, სადაც შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს, შეაჩეროს ეს სიგიჟე, ვიდრე კიდევ უფრო მეტი ღირსშესანიშნაობა დაიწვება. იმედი მაქვს, ამერიკელებიც ყურადღებით არიან. სწორედ ასეთ მომავალს უმზადებენ კონგრესში მყოფი დემოკრატები თქვენს ქვეყანას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.