ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა

კახეთის პოლიციამ სოფელ შილდაში სამ მამაკაცზე ჯგუფური ძალადობისა და ცივი იარაღით დაჭრის ბრალდებით სამი პირი დააკავა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. შსს-ს ცნობით, ჩადენილი დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა
კახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავაიმედინიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, სამი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თანმხლებ პირებთან ერთად, მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯგუფურად იძალადეს სამ მამაკაცზე.

დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა მათგანმა დაზარალებულს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც ძალადობაში მონაწილეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი ადამიანი დააკავეს.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა მიმართ კანონით განსაზღვრული ღონისძიებები ტარდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები