ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რევაზ სოხაძე: ქუთაისი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია და ჩვენი მთავრობა ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს და გეგმავს ქუთაისში - თანამედროვე ტექნოლოგიების ჰაბის მიმდებარე ტერიტორიაზე უზარმაზარი რეკრეაციული სივრცე კეთდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ რეგიონისთვის. აქვე, მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტის სასახლე უნდა აშენდეს

მუნიციპალური განვითარების ფონდიგანათლების სამინისტრო

რევაზ სოხაძის განცხადებით, ქუთაისში წყალარინების და სანიაღვრე ქსელების მოწესრიგება, ახალი სპორტის სასახლისა და რეკრეაციული სივრცის მშენებლობა, ასევე ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია იგეგმება.

რევაზ სოხაძე: ქუთაისი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია და ჩვენი მთავრობა ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს და გეგმავს ქუთაისში - თანამედროვე ტექნოლოგიების ჰაბის მიმდებარე ტერიტორიაზე უზარმაზარი რეკრეაციული სივრცე კეთდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ რეგიონისთვის. აქვე, მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტის სასახლე უნდა აშენდეს
რევაზ სოხაძე: ქუთაისი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია და ჩვენი მთავრობა ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს და გეგმავს ქუთაისში - თანამედროვე ტექნოლოგიების ჰაბის მიმდებარე ტერიტორიაზე უზარმაზარი რეკრეაციული სივრცე კეთდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ რეგიონისთვის. აქვე, მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტის სასახლე უნდა აშენდესიმედინიუსი

ქუთაისი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია და ჩვენი მთავრობა, ხელისუფლება ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს და გეგმავს ქუთაისში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერში“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.

მან სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემებზე, ასევე ქალაქში დაგეგმილ სხვადასხვა პროექტზე ისაუბრა.

„რაც შეეხება სანიაღვრე სისტემებს, ბევრი პრობლემა, რაც იყო დასახელებული, ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება. თუმცა, არ ვიხსნით პასუხისმგებლობას და ამ პროცესებში აქტიურად ჩავერთვებით. მოქალაქისთვის მთავარია, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს და ვინ მოაგვარებს, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა.

საკანალიზაციო სისტემებზეც იყო საუბარი. ჩემი მოადგილის, გიორგი კობერიძის ინიციატივა იყო და ნამდვილად ეს არის სწორი და პროფესიული მიდგომა, რომ პრემიერის დავალებით, როგორც აღვნიშნე, ყველა ქალაქში და დაბაში უნდა გავაკეთოთ საკანალიზაციო სისტემები. პარალელურად აუცილებლად უნდა გაკეთდეს სანიაღვრე სისტემები იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში თავად საკანალიზაციო სისტემების მუშაობას ექმნება საფრთხე. ამიტომ ჩვენ სადაც შევალთ, საფუძვლიანად შევალთ, საფუძვლიანად გავაკეთებთ კანალიზაციას და ქუთაისში მათ შორის დონორების დაფინანსებით უახლოეს პერიოდში უნდა დავიწყოთ საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგება. გამწმენდ ნაგებობაზე უკვე გამოვლენილია კონსორციუმი, უახლოეს პერიოდში მშენებლობა დაიწყება და ბუნებრივია, მოვაწესრიგებთ სანიაღვრე სისტემასაც.

ქუთაისში, თანამედროვე ტექნოლოგიების ჰაბის, ყოფილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უზარმაზარი რეკრეაციული სივრცე კეთდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ რეგიონისთვის. აქვე, მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტის სასახლე უნდა აშენდეს. ასევე, ახლა მიმდინარეობს რამდენიმე რეკრეაციული სივრცის მოწესრიგება, - განაცხადა მინისტრმა.

მან ქუთაისის ბიბლიოთეკის შესახებაც ისაუბრა.

„ძალიან საინტერესო ბიბლიოთეკა აქვთ როგორც ფონდის თვალსაზრისით, ასევე შენობაც უნიკალურია. მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაიწყო ამ შენობის რეაბილიტაცია უკვე, კონტრაქტორი მუშაობს. გვაქვს გარკვეული პრობლემები კომერციულ ფართებთან დაკავშირებით. თუმცა, ამასაც მოვაგვარებთ. მე კარგად მახსოვს დირექტორის სიტყვები, რომ ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს ამ ბიბლიოთეკას და ეს ჩვენთვის დამატებითი სტიმული იყო იმისთვის, რომ რაც შეიძლება, სწრაფად და ხარისხიანად გავაკეთოთ ეს პროექტი, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

მინისტრმა ოფშკვითის სკოლის შესახებ განაცხადა, რომ განათლების სამინისტროს ძველ კონტრაქტორთან გარკვეული დავა აქვს.

„თუმცა, წლის დასაწყისში დავაპროცესებთ ამ სკოლის მშენებლობას”, - დასძინა მინისტრმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რევაზ სოხაძე თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები